Archive | August, 2010

ცეცხლი აჩვენე მკითხველსა, ბლოგი გაქვს, შენი ვალია..

10 Aug

ჯერ სწორად არც ერთს არ გვაქვს გააზრებული, რა მოხდა და რისი გაკეთება შევძელით.

დილით გაღვიძებულმა მანქმა გადაწყვიტა ნახანძრალისათვის უფრო ახლოდან გადაეღო სურათები. ცოტა ვჭამეთ, მანქმა აიკიდა ზურგჩანთა, რომელშიც იდო ერთი ლიტრიანი ბოთლი წყლით, მზესუმზირა, ე.წ. პეჩენია, რვეული, ავტოკალამი და პირსახოცი “რა იცი, რა ხდება” მიზნით. წავედით.. იმ ადგილამდე, სადაც გუშინ ვიყავით უცებ მივედით.. მერე კიდევ კარგი ღელე გამოჩნდა, სიგრილე და ჩრდილი იყო, რამაც სიარული გაგვიადვილა. ჩემდა გასაკვირად არ ვწუწუნებდი. არ ვიცი, რატომ მაგრამ უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი  გასაკეთებელი იყო ეს.


More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.