ჩამოვედი კვარიათიდან, მეც ძალიან მომენატრეთ და მსგავსი მარაზმები.
რაც შეეხება პოსტს, რომლის მოკლე მონახაზი, გეგმა და ჩანახატი კვარიათში ფანჯარაზე დავწერე:
Morcheeba-ს the sea მართლა ძალიან მოუხდა ზღვას.. მანქი რომ ამბობდა, არ შევიმჩნიე, მაგრამ იქ სულ მაგას ვღიღინებდი, მოსმენით – ხშირად ვერ ვახერხებდი, აჭარელი ხალხი ყოველ ორ წუთში რაღაცას მეუბნებოდა და ჭამას მთავაზობდა, პრინციპში ოთხი წლის ნაცნობობის შემდეგ ისევ სტუმრად აღმიქვამენ და თავიდან მიცნობენ ეგენი, ყოველ ჩასვლაზე.
მოკლედ, ჭამისა და საყიდლებზე სიარულის მეტს არაფერს ვაკეთებდი იქ (ეს ორი დრომოჭმული ტრადიციაა იმ ოჯახისა, რომელთანაც ჩავდივარ ხოლმე).
იქ რომ ჩავდივარ, ჩემი კვების რაციონი ყოველთვის ახლდება გემრიელი კერძებით.. გავსინჯე:
ბორანო, რომელიც საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრცხიმიანია.
სტეიკი, რომელიც არ ყოფილა ნახევრადსისხლიანი და მაინც არ გავრისკე, მომეთხოვა.
შვაბი თუ რაღაც ჯანდაბა, რომელიც შედგებოდა სტეიკისა და ფოლგაში გამომცხვარი კარტოფილისაგან, რომელსაც ზედ ესხა მაიონეზი ნივრითა და ხახვით.. ანუ ყველანი უცებ მივხვდით, რომ მაგ კერძში სტეიკის გარდა არაფერი მიჭამია.
მწყრის ხორცი, რომელიც ერთ-ერთმა ოჯახის წევრმა მოკლა ერთ-ერთი ნადირობის დროს. პრინციპში დიდად არ მომეწონა, რადგანაც ცოტახორციანი და საცოდავი იყო.
შემწვარი ბანანი შოკოლადით.. მერწმუნეთ ცალ-ცალკე ეს ყველაფერი ძალიან გემრიელია, ერთად – შეიძლება, ჩემგან განსხვავებით, ვეღარ გაეკაროთ ამ ინგრედიენტებს.
ჰო, არც ისე ორიოდ სიტყვა კვებაზე ამით ამოწურულია.. კიდევ მაქვს სიტყვები ალკოჰოლზე, კატებზე, უშუალოდ ზღვაზე, მუსიკაზე, რომელიც წელს “ცვეტშია” და აჭარულ დიალექტზე.. თუ გეჩვენებათ, რომ ძალიან დიდი პოსტია, შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა რომელიმე უფრო ხშირად ნახვად ბლოგზე, რომელზეც პატარა, უაზრო და თქვენთვის საყვარელი პოსტები იწერება.
არც ისე ორიოდ სიტყვა ალკოჰოლზე:
გავსინჯე ტეკილა, ვუჰუ! გავლოკე მარილი, გადავკარი და ლიმონი მოვკბიჩე, მაგრამ მე მაპატიოს სრულიად მსოფლიო კინო ინდუსტრიამ და არ დავთვერი გონების დაკარვამდე ერთი ჭიქის შემდეგ და ეს ზემოთ ხსენებული ჭიქა არც ისე საკმარისი იყო ვინმესთვის მისაცემად, შუაგულ აჭარაში გასახდელად მუსიკის ფონზე და მაგიდაზე ასახტომად.. მოკლედ ჩემი იმედები გაცრუვდა.
Becks – როდესაც 2.50-ს იხდის 0.33-იან ლუდში, რომლის ფასიც ყველა ბარში 5დან 7ლარამდე მერყეობს, რამით 1.50 ლარიანზე უკეთესი გემო უნდა ჰქონდეს, იდიოტებო!
Lowenbrau – თუ როგორც იწერება. მოკლედ დავწერ: ალკოჰოლი, რომელიც ნაღველს მიუპატიურებს – უხარისხოა. ეს აქსიომაა!
Heineken – ყველაზე დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა, თუმცა მაინც რაიმე უფრო გემრიელის ძიებაში ვარ.
პ.ს. ლუდთან დაკავშირებული კომენტარები არ გამოქვეყნდება, თქვენი აზრი აქ ვინმეს რომ აინტერესებდეს, მკითხველები კი არ იქნებოდით.
არც ისე ორიოდ სიტყვა კატებსა თუ კატობაზე:
საერთოდ ვფიქრობ, რომ ეგ ცხოველი უნდა ვყოფილიყავი და არა – ადამიანი. ჯერ ერთი რომ ნაკლები პასუხისმგებლობაა. მთელი დღეები ჭამ, სვამ, გეფერებიან და მზეს ეფიცხები, ჭეშმარიტი ცხოველური სექსით ხარ დაკავებული და არც კონდომზე ფიქრობ და არც ორალურ სექსზე. თუ მაინცდამაინც შვილები გაგიჩნდა, ცოტახანს ძუძუს მოაწოვებ და მერე ისევ განაგრძობ სრულყოფილ ცხოვრებას.
ორიოდ სიტყვა ზღვაზე:
მხოლოდ ჩასვლის პირველ დღეს დამხვდა დაწყნარებული.. თუმცა კატერისგან მონიჭებული ორგ.. სიამოვნება საკმაოდ დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის.
არც ისე ორიოდ სიტყვა მუსიკაზე, რომელიც წელს “ცვეტშია”:
კიდევ კარგი წელს ის მსოფლიო ჩემპიონატი თუ რაღაც იყო და shakira-მ “ვაკა,ვაკა ე, ე..” გვიმღერა, თორემ ქართულ სანაპიროს დაემასტურბირებოდა.
და ძალიან არც ისე ორიოდ სიტყვა აჭარულ დიალექტზე:
წლის ზმნა, რომელმაც გამაოცა:
ცვა..
წარსულში – ის ცავდა
აწმყოში – ის ცავს
მომავალში – ის დაცავს.
ნუ მე ვცავ და მე დავცავი და ბლაბლა, უკვე თავისთავადია.
როგორ ხმარობენ ამ ზმნას წინადადებაში?
“იგი იქანე ცავდა და ახლა აქეთ გადმევიდა უნდა დაცას”.
წლის სიტყვათშეთანხმება, რომელიც დამამხსოვრდა, თუმცა ამის გამეორებას ნუ ეცდებით:
“გიდიმიხურდა შიგანი”
ნუ.. გუდუუხურდა და რა ქნას?



One Response to “გინდოდათ პოსტი? მიიღეთ პოსტი”