Archive | October, 2010

Number Nine

28 Oct

“We’re just two lost souls
Swimming in a fish bowl,
Year after year,
Running over the same old ground.
What have we found
The same old fears.
Wish you were here.”

ეს ჯგუფი არასდროს მიყვარდა, არც ის უსმენდა, არც მე.

ძირითადად “pink floyd”-ს ე.წ. რაღაცნაირები და ღრმა ადამიანები უსმენენ ან უბრალოდ ასე ჩავთვალეთ ოდესღაც და ასე ვთვლით ახლაც ისინი, რომლებიც „უფრო ყველაფერს“ ვუსმენთ, მაგრამ მაინც „უფრო როკერები ვართ“..

საერთოდაც, გადავუხვიე, როგორც ყველამ პირველ აბზაცში, პირველ ნაბიჯში, ნუ სექსში არც ისე.

ჩემს ბიჭზე ვყვებოდი, ნუ ჩემსაზე რა, ბიჭზე.
More

თბილისთრობა 2010

24 Oct

ვაშა! ვაშა! რა მაგარია!

კიდევ მოვიდა ოქტომბერი, განსაკუთრებით კი ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ამინდია, მზეა, ქარია თუ წვიმაა, ხალხი მაინც ბედნიერია.

და ბედნიერია იმით, რომ

კიდევ გამოიფინება ქალაქში უხარისხო ჩურჩხელები.

კიდევ გაივსება ქალაქი მთვრალი პროვინციელებით.

კიდევ გადაიკეტება ქუჩები და კიდევ იქნება საცობები.

კიდევ გაივსება მეტრო მთვრალი ადამიანების ამონაღები მასებით/ამოღებული მასებით/ნარწყევით ბლინ.

More

მარგინალი სტუდენტი გოგონა

14 Oct

თსუ-ში სწავლა 20სექტემბერს დაიწყო, ბევრი პირველკურსელისგან განსხვავებით, ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტის კორპუსებში, იქამდეც ბევრჯერ მიძებნია ცარიელი აუდიტორია გასათბობად და კიდევ სხვა მიზეზებისთვის. იქამდეც ვმჯდარვარ მეხუთე კორპუსის უკანა ეზოში და იქამდეც აღმომიჩენია, რომ თსუ-ს სტუდენტს ფანჯარა უფრო მეტი აქვს დღეში, ვიდრე ლექცია.
მოკლედ, 20სექტემბერს რომ სულ ტყუილად ავდექი 7 საათზე და სულ ტყუილად გავედი იმ საგიჟეთში, სადაც რექტორის ხმა არც ისმოდა და არც მაინტერესებდა(რა შეიძლებოდა ეთქვა განსაკუთრებული?) ეგ უკვე გავიგეთ და 20სექტემბრის მერე კვირაში სამჯერ რომ ვდგები 7საათზე და ტყუილად გავდივარ უნივერსიტეტში, ეგეც გასაგებია.

20სექტემბრის მერე აღფრთოვანებული ვარ ჩემი კურსის მრავალფეროვნებით, რომელი რაიონიც გინდათ, ხელი დაადეთ და იმ რაიონიდან მყავს კურსელები. რომელი პოზაც გინდათ, შესთავაზეთ და უარს გეტყვიან. რომელი ლექტორიც გინდათ, ხელი დაადეთ, და უკვე შეეტენნენ.

More

“ქარავნი” და ოთარ ჭილაძის ჩანაწერები

3 Oct

მე ოთარის ჩანაწერების წიგნი მაქვს, გუშინ ამ წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი და დღეს მეგობარი შემპირდა, რომ ოთარის ესეებს მაჩუქებს ანუ ჯერ ყველაფერი დადებითი აქრობს ყველაფერ უარყოფითს.

რამდენიმე დღის წინ facebook-ზე (რატომღაც არ მომწონს პირწიგნაკის თქმა) მოწვევა მომივიდა ოთარ ჭილაძის ჩანაწერების პრეზენტაციაზე და მგონი, ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე.. მერე მომიწია “მსოფლიო ხელოვნების ისტორიის” სასემინარო ჯგუფის შეცვლა, რომ არ გამეცდინა და წავედი.
ვიპოვე საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარე კაფე, უფრო სწორად

ლიტ კაფე "ქარავანი"

More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.