თსუ-ში სწავლა 20სექტემბერს დაიწყო, ბევრი პირველკურსელისგან განსხვავებით, ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტის კორპუსებში, იქამდეც ბევრჯერ მიძებნია ცარიელი აუდიტორია გასათბობად და კიდევ სხვა მიზეზებისთვის. იქამდეც ვმჯდარვარ მეხუთე კორპუსის უკანა ეზოში და იქამდეც აღმომიჩენია, რომ თსუ-ს სტუდენტს ფანჯარა უფრო მეტი აქვს დღეში, ვიდრე ლექცია.
მოკლედ, 20სექტემბერს რომ სულ ტყუილად ავდექი 7 საათზე და სულ ტყუილად გავედი იმ საგიჟეთში, სადაც რექტორის ხმა არც ისმოდა და არც მაინტერესებდა(რა შეიძლებოდა ეთქვა განსაკუთრებული?) ეგ უკვე გავიგეთ და 20სექტემბრის მერე კვირაში სამჯერ რომ ვდგები 7საათზე და ტყუილად გავდივარ უნივერსიტეტში, ეგეც გასაგებია.
20სექტემბრის მერე აღფრთოვანებული ვარ ჩემი კურსის მრავალფეროვნებით, რომელი რაიონიც გინდათ, ხელი დაადეთ და იმ რაიონიდან მყავს კურსელები. რომელი პოზაც გინდათ, შესთავაზეთ და უარს გეტყვიან. რომელი ლექტორიც გინდათ, ხელი დაადეთ, და უკვე შეეტენნენ.
პირველივე ლექციაზე ჩემი ჯგუფელის ტელეფონის wallpaper-ზე რომ პატრიარქის სურათი შევამჩნიე, უკვე მივხვდი როგორ მერხეოდა. ერთ-ერთი ლექციის დროს, რომელიღაც პროვინციიდან, რომელიღაც გოგომ რომ ჩანთიდან ცარცი ამოაძვრინა და ლექტორს გაღიმებული სახით მიაწოდა მი-მოვიხედე, 182-ე სკოლა ხომ არ არის-მეთქი? ექსკურსიაზე რომ ქუსლიანი “ბასანოჩკებით” წამოვიდნენ, მედგრად ვიდექი და არ გამიკვირდა! გუშინ ანუ ბოლო ლექციაზე ერთმა გოგონამ რომ განაცხადა: “ახმეტის რაიონიდან ვარ და მიწევს თბილისში ცხოვრება, თავისუფალ დროს მიყვარს ლოცვა და სულიერად განწმენდა. ისე თქვენი ჯგუფი იმიტომ ავირჩიე, რომ თქვენც მეგრელი ხართ,მასწ”, მივხვდი, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში იმაზე ცუდი, ვიდრე “სატრანსპორტო მარაზმები 1″ , “სატრანსპორტო მარაზმები 2″ და “მასტურბომანია”
პატარა მაიმუნის შეგონება: ჭამეთ შოკოლადი და დაკავდით სექსით.
Tags: მასტურბომანია, სატრანსპორტო მარაზმი, სკოლა

მოგიკვდი :/
გმადლობ :დდ