Archive | November, 2010

If the world was Cadbury

14 Nov

ხომ ყველას გახსოვთ ქედბერი? მთელ-მთელი ნუშებით გაჯეჯგილი, უგემრიელესი შოკოლადი?

ჰოდა, მოკლედ ეს უგემრიელესი შოკოლადი აღგავეს პირისაგან ჩვენი უცენზუროდ მოსახსენებელი ქვეყნისა. ჰო, აი, ასე გააქრეს. აღარც “პოპულშია”, აღარც “გუდვილში” და აღარც ვარკეთილის ყველის სუნით გაჟღენთილ მაღაზიებში. უკანასკნელ ცალს დამტვერილს გადავაწყდი სადღაც და უკვე გამითავდა, უფრო სწორად ორი კვირის შემდეგ მხოლოდ ერთი ნატეხი დამრჩა და იმასაც მხოლოდ ვეფერები, “გული საგულეშია, როცა ქედბერი ჩანთაშია”, მაგრამ სულ მალე ქედბერი აღარც ჩანთაში იქნება და აღარც საქართველოს ფარგლებში იმიტომ, რომ როგორც მომახსენეს, რაღაც იურიდიული პრობლემები აქვთ და აღარ შემოიტანენო.

More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.