ხომ ყველას გახსოვთ ქედბერი? მთელ-მთელი ნუშებით გაჯეჯგილი, უგემრიელესი შოკოლადი?
ჰოდა, მოკლედ ეს უგემრიელესი შოკოლადი აღგავეს პირისაგან ჩვენი უცენზუროდ მოსახსენებელი ქვეყნისა. ჰო, აი, ასე გააქრეს. აღარც “პოპულშია”, აღარც “გუდვილში” და აღარც ვარკეთილის ყველის სუნით გაჟღენთილ მაღაზიებში. უკანასკნელ ცალს დამტვერილს გადავაწყდი სადღაც და უკვე გამითავდა, უფრო სწორად ორი კვირის შემდეგ მხოლოდ ერთი ნატეხი დამრჩა და იმასაც მხოლოდ ვეფერები, “გული საგულეშია, როცა ქედბერი ჩანთაშია”, მაგრამ სულ მალე ქედბერი აღარც ჩანთაში იქნება და აღარც საქართველოს ფარგლებში იმიტომ, რომ როგორც მომახსენეს, რაღაც იურიდიული პრობლემები აქვთ და აღარ შემოიტანენო.
არადა, მართლა როგორი გემრიელი იქნებოდა ყველაფერი ქედბერის შოკოლადის რომ ყოფილიყო. დილით რომ გავიღვიძებდი ეგრევე ბალიშს ჩავკბეჩდი და შოკოლადის ცხოვრება მექნებოდა.
Wouldn’t it be nice?
I cant even take it easy, with Cadbury, beacause there’s no Carbury around.
Tags: cadbury

სამაგიეროდ რიტერ სპორტი იყიდება…
მაგრამ არ გამქრალა
ძვირდება და ძვირდება
ჰო, კარგია, რომ არ გამქრალა
ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არის მაინც :შ