- ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?– უფრო ტანსაცმლით.
- შავი თუ ლურჯი კალამი?– შავი, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ლურჯი მაქვს.
- მოგწონს მოგზაურობა?– არ მიფიქრია.
- მოგწონს ვინმე?– ნწ. მიყვარს.
- იცის?– რა თქმა უნდა.
- ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ?– კი.
- გინდა დაქორწინდე?– ისე,რა.
- ვისზე?– ჰორავი.
- კარგი სტუდენტი ხარ?– 51 ქულა ftw.
- ახლა ბედნიერი ხარ?– ნწ. მეფსია.
“დასვენებაზე შეგივსებ,რა”
27 Julპოსტი შოკოლადზე #2
25 Julვინმეს გახსოვთ ქედბერი? უკვე დაგავიწყდათ? თუ არც არასოდეს გაგისინჯავთ? იცით, რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ? ცხოვრებაში ადამიანმა განა რამდენიმე ნერგი უნდა დარგოს და რამდენჯერმე კონდომის გაკეთება დაავიწყდეს, ქედბერი უნდა გასინჯოს. ცხოვრებაში თითო თავმოყვარე ადამიანზე თითო ქედბერი მაინც უნდა მოდიოდეს და საერთოდაც wouldn’t it be nice, if the world was Cadbury?
ნოემბრიდან ვოცნებობ ქედბერიზე. ზოგჯერ საოცრად სასოწარკვეთილი შევდივარ მაღაზიაში და ჩამქრალი თვალებით ვკითხულობ, იქნებ დაბრუნდა ქედბერი ქართულ ბაზარზე, მაგრამ ამაოდ. იმაზეც კი ვერ ვიპოვე პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ვეღარ ვჭამ იმ შოკოლადს, რომელიც მიყვარს და ვჭამ უბრალოდ იმას, რომლის იქითაც გზა არ მაქვს.
მარგინალი სტუდენტი გოგონა #2
15 Julყურადღება: ეს პოსტი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, თუმცა ყველა შესაძლო დამთხვევა თქვენთან ან თქვენს ნაცნობებთან არის შემთხვევითი და კავშირი არ აქვს არც თქვენთან და არც თქვენს ნაცნობებთან.
- მაღლივის პირდაპირ რომ “ბიოლოგების კორპუსია” მანდ შესული ეგრევე მესამე სართულზე ჩნდები. აი, ჩამოდიხარ 27 ნომერი მარშრუტკიდან გადაქანცული, გადათანგული, გადაგუდული, შედიხარ შენობაში და ბრახ და მესამე სართულზე ხარ. (არადა, ღმერთმანი, არც ისე ცოდვილი ხარ იმისათვის, რომ ასეთ სასჯელს იმსახურებდე!)
- შენ გარშემო დადიან ამაყი ადამიანები, რომლებიც ამაყობენ პირველ (და, რაღა თქმა უნდა, უკანასკნელ) უნივერსიტეტში სწავლით და მათ მდედრ (ან არც ისე) ნაწილს ჩანთაზე ამოქარგული გაქვს “თსუ”.
პოსტი შოკოლადზე #1
14 Julრაც ამ ბლოგზე გადმოვბარგდი, შოკოლადი არ მიხსენებია, არადა უნამუსობაა “შოკოლადის ნათის” წინაშე, რომელიც სულ შოკოლადზე ფიქრობს და ოცნებობს და ჭამს და ნეტარებაშია და უყვარს და უფრო ძალიან უყვარს.
ჩემს “შოკოლადის უჯრაში” მოიმატა ქაღალდების რაოდენობამ, ცოტახანში, ალბათ, მეორე უჯრაზე გადავალ:
ორი დღის წინ ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ბელგიიდან ანუ იქიდან სადაც ძალიან ბევრი შოკოლადი და ლუდია. მე ორივე მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შოკოლადზე წინ არავინ, არაფერი და არასდროს დგას, ამიტომ ლუდი არც კი მითხოვია, აზრადაც არ გამივლია, რომ შოკოლადსა და კიდევ რამეს შორის არჩევანის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ შოკოლადის გვერდზე არასდროს, გესმით?! არასდროს არაფერი არსებობს!
“ვერნონ გენიოს ლითლი”
4 Jul2007 წელია, 25 ნოემბერი (24-ში მანქის დაბადების დღე იყო, ღამე გაათენეს ან აქა-იქ ეძინათ), ვზივარ სავარძელში, სახლში უკვე სამნი ვართ: მანქი, რომელიც სახლს ალაგებს და ბიჩოკებს მალავს, ლიანა, რომელიც ცოტახანში სხვა მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავიდეს და მე, რომელიც ვარ,რა. მახსენდება, რომ ლიანამ ვიღაცას წიგნი უყიდა საჩუქრად და იმ წიგნის თვალიერებას ვიწყებ.
კარგი ბიჭი ჩანს.. აი, ეს შორტები რომ არ ეცვას.. გადავშლი, მაგრამ ლიანა მაინც მალე მიდის, ვერაფერს მოვასწრებ.
“მოქმედება I
მგონი მერხევა”




უკანასკნელი ნააზრევი