პოსტი შოკოლადზე #1

14 Jul

რაც ამ ბლოგზე გადმოვბარგდი, შოკოლადი არ მიხსენებია, არადა უნამუსობაა “შოკოლადის ნათის” წინაშე, რომელიც სულ შოკოლადზე ფიქრობს და ოცნებობს და ჭამს და ნეტარებაშია და უყვარს და უფრო ძალიან უყვარს.

ჩემს “შოკოლადის უჯრაში” მოიმატა ქაღალდების რაოდენობამ, ცოტახანში, ალბათ, მეორე უჯრაზე გადავალ:

<9

ორი დღის წინ  ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ბელგიიდან ანუ იქიდან სადაც ძალიან ბევრი შოკოლადი და ლუდია. მე ორივე მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შოკოლადზე წინ არავინ, არაფერი და არასდროს დგას, ამიტომ ლუდი არც კი მითხოვია, აზრადაც არ გამივლია, რომ შოკოლადსა და კიდევ რამეს შორის არჩევანის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ შოკოლადის გვერდზე არასდროს, გესმით?! არასდროს არაფერი არსებობს!


ჰოდა ამ ჩემმა ზემოთ ხსენებულმა ძალიან კარგმა ადამიანმა ჩამომიტანა შოკოლადი. წამოსვლის წინ მომწერა, რძიანი ვიყიდე, მაგრამ მე მგონი ძალიან თეთრიაო. მეც ლორდ ჰენრივით გავიფიქრე “ჰმ. თეთრი ხომ შოკოლადი არაა”?! მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა ჰქონდა, როცა ბოლოს და ბოლოს ვიხილავდი ამ ადამიანს და თან დავაგემოვნებდი ბელგიურ შოკოლადს, თან  ქაღალდები მაინც შეემატებოდა ჩემს უჯრას.

ვზივართ მე, ჩემი მეგობარი და ჩემი ჩამოსული მეგობარი და ვლაპარაკობთ ცხოვრების ამაოებაზე, ამქვეყნიურ სიამეებსა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე (აი, ბოლოზე ძალიან ვლაპარაკობთ), ჰოდა უცებ გვახსენდება, რომ შოკოლადი (არა, ნუ მე არ დამვიწყებია, მაგრამ მაინც უხერხული იყო) და ჩემი მეგობარი არბის თავის ოთახში ჩემი შოკოლადის ჩამოსატანად და ჩამოაქვს უზარმაზარი პარკი და მეუბნება, რომ ეს მე.

პირველს ვხედავ ამ შესახვევს, ეგრევე ვხსნი და

:ორგაზმის ხმები ყველაზე ბინძური პორნოდან:

რას მიქვია თეთრი ან ძალიან თეთრი?! ძალიან გემრიელია, იმდენად გემრიელი, რომ მეგობარმა შემომბედა კიდევაც, ერთი მეც მომეციო და რადგან ჩემმა შოკოლადის ჭამისგან გამოწვეულმა ხმებმა მას ერექცია მიჰგვარა, მე მას შოკოლადი მივგვარე.

სპილო ftw

ლიპტონის ჩაის კოლოფს მივამსგავსე და ძალიან გამიკვირდა, ზოგადად არამხოლოდ შოკოლადზე, არამედ ქაღალდებზე და შესაფუთებზეც ვჭედავ მე მგონი

სუპერ-დუპერ-პუპერ

მართლა ძალიან უცნაური შესაფუთია, ნუ შეიძლება არაა, მაგრამ ჩემთვის მაინც უცნაურია და ძალიან მომწონს

სპიი-ლო

(ხელისა და ფეხისათვის მაპატიეთ)

შოკოლადი აღმოჩნდა შავი, მაგრამ იმდენად გემრიელი, რომ უკმაყოფილო ვერ დავრჩი.

მართლა ძალიან გემრიელია ყველაფერი და მე მართლა ძალიან ბედნიერი ვარ შოკოლადის ყველაფრით და ცხოვრება ძალიან ლამაზია შოკოლადის ყველაფრით.

Tags: , , , , , , ,

8 Responses to “პოსტი შოკოლადზე #1”

  1. svani July 14, 2011 at 06:34 #

    მეც მინდა მასეთი მეგობრები!!! : ((
    სხვათაშორის ზუსტად ანალოგიური პრიორიტეტები მაქვს, ლუდი და შოკოლადი, შოკოლადი და ლუდი!!! ^^

  2. Mygreensun July 16, 2011 at 14:37 #

    ;((( მომინდა ;( რატო მიკეთებ ამაას ;(( ;(((

    პ.ს. ყველა პოსტი წავიკითხე თითქმის და ძალიან მომეწონა <3 ბლოგიც, შენც და შენი ნაწერებიც ^^

    • Nat Noideaz July 16, 2011 at 18:27 #

      ძალიან დიდი მადლობა ^^ გამიხარდა :დ

  3. indievidi@yahoo.com July 19, 2011 at 09:58 #

    ვაიმეეე, რამდენი შოკოლადებიააა!!! აი ერთადერთი შოკოლადი რომელსაც ვერაფრით ვამუღამებ კორონაა (არადა შევნიშნე შენს უჯრაში), ალპენ გოლდიც გადამიყვარდა.. დანარჩენი სულო და გულო <3

    • Nat Noideaz July 19, 2011 at 10:15 #

      არც მე მიყვარს კორონა. ერთადერთი ქაღალდია კორონასი, ისიც გაჭირვების ჟამს სტუმრის მიერ მოტანილი ვიპოვე და სხვა გზა არ მქონდა :დდ

  4. fsiQe August 12, 2011 at 22:33 #

    აწწწწ <3<4<5

Trackbacks/Pingbacks

  1. რა მომაქვს 2012-ში? « Nat Noideaz - January 3, 2012

    [...] ბელგიური შოკოლადი და გავსინჯე ლონდონიდან ჩამოტანილი [...]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.