მარგინალი სტუდენტი გოგონა #2

15 Jul

ყურადღება:  ეს პოსტი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, თუმცა ყველა შესაძლო დამთხვევა თქვენთან ან თქვენს ნაცნობებთან არის შემთხვევითი და კავშირი არ აქვს არც თქვენთან და არც თქვენს ნაცნობებთან.

წინა სემესტრშიც ვმარგინალობდი (თუ არ გახსოვთ – გაიხსენეთ, თუ არ იცით – იცოდეთ) და არც ამ სემესტრში დამიკლია, ოღონდ ერთი განსხვავებით წინაზე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ვიყავი, ამჯერად – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათაზე. მობილობაში გამიმართლა ან ყველას გაგვიმართლა და ჩემი ნაცნობი პირველკურსელების უმეტესობაც მიეტანა სოცპოლს (ვგიჟდები ასე რომ გვიხსენიებენ მაგალითად იურისტები: “იქით სოცპოლების აუდიტორიებია, ბრატცი, აქეთ გამოდით”).
ეს პოსტი მარტში რომ დამეწერა, მემახსოვრებოდა, როგორ შევიტანე საბუთები მობილობაში მონაწილეობის მისაღებად, როგორ გამიხარდა მობილურზე მოსული მესიჯი, რომელმაც შემატყობინა, რომ გადავედი სოცპოლზე  და ა.შ. და ა.შ. და უფრო ა.შ.  მაგრამ გადმოსვლა აქ არაფერშუაშია,  როცა გახსოვს, რამ ჩამოგიგდო ყბა ან თუ მაინცდამაინც ყბები:
    • მაღლივის პირდაპირ რომ “ბიოლოგების კორპუსია” მანდ შესული ეგრევე მესამე სართულზე ჩნდები. აი, ჩამოდიხარ 27 ნომერი მარშრუტკიდან  გადაქანცული, გადათანგული, გადაგუდული,  შედიხარ შენობაში და ბრახ და მესამე სართულზე ხარ. (არადა, ღმერთმანი, არც ისე ცოდვილი ხარ იმისათვის, რომ ასეთ სასჯელს იმსახურებდე!)
    • შენ გარშემო დადიან ამაყი ადამიანები, რომლებიც ამაყობენ პირველ (და, რაღა თქმა უნდა, უკანასკნელ) უნივერსიტეტში სწავლით და მათ მდედრ (ან არც ისე) ნაწილს ჩანთაზე ამოქარგული გაქვს “თსუ”.

  • ლექციაზე გესმის ვიღაც გოგონასგან  წინადადება, როგორიცაა:  ”იცით, კიდევ რა იწვევს ჰომოსექსუალების არსებობას?! აი, მმ.. ქალები და კაცები რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს სვამენ მერე ჰომოსექსუალი შვილები უჩნდებათ”. (ჰდ-ში თუ დალევენ ბონუსად შიდსიანი შვილები ეყოლებათ, რომელთაც შეეძლებათ მეგობრობით გადასდონ სხვა ბავშვებს ვენერიული დაავადებები)
  • ლექტორი წყვეტს, რომ საბოლოო გამოცდაზე ბ1-ის ნაცვლად ბ2-ის ტესტი გვაწერინოს, რაც მომავალში დიპლომის აღებაში წაგვეხმარება. (ვგიჟდები, ქალი რომ წინდახედულია და დღევანდელი “შეტენილი” საგანი ურჩევნია ხვალინდელ გამოცდას)
  • მობილობით გადმოსვლის შემდეგ ვერ ირჩევ საგნებს იმიტომ, რომ ვიღაცას დაავიწყდა სადღაც შენი სახელის გასწვრივ “ხელოვნებათმცოდნეობა” შეეცვალა “ფსიქოლოგიით”.
  • საბოლოო გამოცდაზე ტესტების ნაცვლად უნდა დაწერო თემები, რასაც ძალიან მარტივად ხსნის ლექტორი:  ”ამ საგანს მაინც ბევრი ჟურნალისტები გადიხართ, რომელთაც წერა ძალიან გამოადგებათ” (და ჩვენ ფსიქოლოგები აი, ასეთი კეთილები ვართ, რომ ჟურნალისტებს წერაში ვავარჯიშებთ”)
  • ლექტორს რომ მეილს სწერ, რომელშიც უბრალოდ სახელით მიმართავ (უბრალოდ ქალური სოლიდარობიდან გამომდინარე ფიქრობ, რომ “ქალბატონო” ჯერ კიდევ ნაადრევია მისთვის) და მოგდის პასუხი: “პირველ რიგში, თუ ქათულად წერთ  უნდა მომმართოდ ”ქალბატონო ბლაბლა”. (აბა,რა. გამარჯობად, როგორ ხარდ, გავაკეთოდ, კარგათ, ცუდათ, დებილურათ, არაქართულათ!)
  • ერთ აუდიტორიაში ერთდროულად რამდენიმე ძალიან ნაზი მამრი რომაა და, მიუხედავად იმისა, რომ არაფერია შენში ჰომოფობური, მაინც ძალიან ღიზიანდები, როცა ეს მამრები  კეკლუცურად გადმოგყურებენ ზევიდან მზერით: “მე დღეს შენზე უკეთ გამოვიყურები, გოგო”! (სამაგიეროდ მე უფრო ნაზი კანი მაქვს და უფრო ნაკლები დრო და ენერგია მეხარჯება ეპილაციაზე, ბიჭო!)
და.. გმადლობ, ღმერთო, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ გადამხდენია თავს ან ჯერ კიდევ ბევრი გადახდენილი რამ არ მახსენდება ამ პოსტის წერისას.
ყურადღება:  ეს პოსტი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, თუმცა ყველა შესაძლო დამთხვევა თქვენთან ან თქვენს ნაცნობებთან არის შემთხვევითი და კავშირი არ აქვს არც თქვენთან და არც თქვენს ნაცნობებთან.
პ.ს. თუ მსგავსი ისტორიები არ გადაგხდენიათ ან თქვენთვის რაიმე საეჭვო ან შეურაცხმყოფელი იყო, მინდა, გითხრათ, რომ თქვენ “სხვაგან ბანაობთ”. 

Tags: , , , , , , , , ,

13 Responses to “მარგინალი სტუდენტი გოგონა #2”

  1. მანქი July 15, 2011 at 19:31 #

    ლოლ :დ :დ

  2. ბას July 15, 2011 at 19:38 #

    :დ თევზია :დ

    • Nat Noideaz July 15, 2011 at 19:41 #

      ეგ, თუ არ ვცდები, კარგია :დ

  3. orkz July 15, 2011 at 19:44 #

    არა, არა, არის, პროგრესი, მე მოვკვდე, არის.
    ჩემს 150 კაციან კურსზე ეგეთები არ ხდებოდა.
    განა იმიტო, რო სასტავი იყო უკეთესი, არა, იმიტო, რო იქ ვაფშე არაფერი არ ხდებოდა :დ

    • Nat Noideaz July 15, 2011 at 19:46 #

      მოსალოცად მქონია საქმე :დდ

  4. Katiee.Ge July 15, 2011 at 19:45 #

    :D :D:D ლექტორის და ჰომოფობური პუნქტი იყო the best! :D :D:D

    • Nat Noideaz July 15, 2011 at 19:46 #

      კი, ეგ ისეთი პუნქტებია აუცილებელი რომ არაა “იქ ყოფილიყავი” :დდ

  5. knuti July 16, 2011 at 06:57 #

    დასაწერი მაქვს ერთი ასეთი

  6. fsiQe August 12, 2011 at 22:47 #

    :) ))))))))))))) მევასები

  7. siyvarulovna August 29, 2011 at 12:52 #

    არადა მე ჯერჯერობით გამიმართლა იმ ერთ სემესტრში რაც თსუ-ში ვიყავვი ^^

  8. ირმის ნახტომი August 29, 2011 at 14:01 #

    ზოგი ლექტორი რა ძალიან კარგია ;)

    • Nat Noideaz August 29, 2011 at 14:03 #

      ზედმეტადაც :დდ

Trackbacks/Pingbacks

  1. რა მომაქვს 2012-ში? « Nat Noideaz - January 3, 2012

    [...] მარგინალი სტუდენტი გოგონა #2 და გადავწყვიტე, რომ მესამეც [...]

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.