ვინმეს გახსოვთ ქედბერი? უკვე დაგავიწყდათ? თუ არც არასოდეს გაგისინჯავთ? იცით, რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ? ცხოვრებაში ადამიანმა განა რამდენიმე ნერგი უნდა დარგოს და რამდენჯერმე კონდომის გაკეთება დაავიწყდეს, ქედბერი უნდა გასინჯოს. ცხოვრებაში თითო თავმოყვარე ადამიანზე თითო ქედბერი მაინც უნდა მოდიოდეს და საერთოდაც wouldn’t it be nice, if the world was Cadbury?
ნოემბრიდან ვოცნებობ ქედბერიზე. ზოგჯერ საოცრად სასოწარკვეთილი შევდივარ მაღაზიაში და ჩამქრალი თვალებით ვკითხულობ, იქნებ დაბრუნდა ქედბერი ქართულ ბაზარზე, მაგრამ ამაოდ. იმაზეც კი ვერ ვიპოვე პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ვეღარ ვჭამ იმ შოკოლადს, რომელიც მიყვარს და ვჭამ უბრალოდ იმას, რომლის იქითაც გზა არ მაქვს.
ვინ აღარ დამპირებია საიდანმე შოკოლადის ჩამოტანას. ვის აღარ დაუდია ფიცი, ლონდონიდან კაცს ვაფრენ ქედბერიანსო, მაგრამ ჰოი, რომ ორგემაგეა ცხოვრება: “სადაც პირიმზეს ახარებს, იქვე მთხრელია ზვავისა”. “რას გვზაბრუნებს, რა ზნე სჭირსა” ვერავინ გავუგეთ.
მაგრამ ერთხელ ჩემთვისაც გაახარა ცხოვრებამ პირიმზე, გამითენა დღე, ამომიყვანა მზე, მეგობრის მამა ლონდონში აფრინა, იქ ქედბერი აყიდინა, აქ ჩამოატანინა და ჩემთან მეგობარს მოატანინა ის, რაზეც ცხრა თვეა ვოცნებობ (ცხრა, როგორც ყოველთვის, სიმბოლურია) და აგერ მე ქედბერი მაქვს, ცხოვრება კი, სადღაც ზვავს თხრის.
ასეთი ქედბერი არასდროს მიჭამია. ასეთი თბილისში არასდროს ყოფილა. ჩვენთან უბრალოდ მთელ-მთელ ნუშებიანი და ან რძიანი ანდაც მწარე იყო. ეს კიდევ სამოთხეა. ჯერ შეხედეთ როგორი არაამქვეყნიურად ლამაზი შესაფუთია და რამდენად ბევრი და სხვადასხვანაირი შოკოლადია ამ შესაფუთში.
როგორც მე ჩემი ოცნება ავიხდინე, ისე აგხდენოთ თქვენ ოცნებები, ისე მქონოდეს ცხოვრებაში იმდენი შოკოლადი, რამდენიც ახლა მაქვს და ისეთი გემრიელი, როგორიც ახლაა.
დილის ყავისთვის განკუთვნილი შოკოლადი უკვე შეჭმულია და მე საოცრად ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი ჩემს ცხოვრებაში ხდება.
Please, save this planet for me.





მეგონა მარტო მე დავეძებდი სასოწარკვეთილი
მილკი–ვეი – ჩემი ბავშვობის სიყვარული.
მილკივეი? ჰმ
ui ara miky erqva da rZiani Shokoladi iyo, fila
გაგიხმეს თავი
ამ შუაღამეზე რა გამახსენა :/