Artifitial Love

27 Jan

სკამზე ვზივარ და ლოგინს დაბეჯითებით ვუყურებ.  პირველს გადასცდა უკვე, აზრი აღარ აქვს როდის დავიძინებ, მაინც თანაბრად არ მეყოფა ძილი. რა საზიზღარი ხმა აქვს ქარს. რაღაც ზუზუნებს. მესიჯია? ალბათ, ფეისბუქის ნოტიფიკაცია იქნება. არა, რეკავს აშკარად. ვიღაც დათვრა თუ ნომერი ეშლებათ? არ ვუპასუხებ. დავხედავ მაინც. 23784532656358346593536959   ნუ მხოლოდ 8 ციფრია 5-ს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ უცხო ნომერია და ცუდად ჟღერს. ჟღერს რა, ჩანს. იქნებ ნომერი ეშლებათ ან ვიღაცამ ფეისბუქზე ჩემი ინფო ნახა და უნდა მაგინოს? კაი, ავიღებ.

ხმის ამოღება მეზარება. სიჩუმეა.

- ალო.
- რომელი ხარ?
- ჩამოვედი.

მე ამის ჩამოსვლისწინა მეილს ველოდები, ეს კიდე ჩამოვიდა.

- გილოცავ.
- ძალიან ცივა.
- ჰო, ნათლისღების ყინვების მერე ასეა.
ვხარხარებთ.


- ხვალ 7-ის მერე გნახავ. შოკოლადი ჩამომიტანე?

- 7-ის მერე სად?

- დაგირეკავ, ეს ნომერი გექნება?

- ხო.  23784532656358346593536959.

- ჰოკაი და შოკოლადი? იცოდე..

 
მნდა. კაი, მკიდია. არ გადავრეკავ. ბოლოს როდის ვნახე 2009-ში? ხო, ცხრა იყო ან რვა.  რა მნიშვნელობა აქვს.
ჩაის დალევაზე რატომ შევუთანხმდი ორი თვის წინ, არც მაშინ მიყვარდა  და არც ახლა მიყვარს. ისიც არ ვიცი, სად აქვთ თბილისში გემრიელი ჩაი.  არც ამას აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ თბილად ვისხდებით და ამაღელვებელ თემებზე ვილაპარაკებთ.

რა საზიზღრად ზუზუნებს ეს ტელეფონი.

- ჰო.
- მოვედი.
- კარგი, გამოვალ.

არ შეცვლილა? რატო უნდა შეცვლილიყო, დავბერდით? ნუ მე შევიცვალე. გავნაშდი. ადრე რატომ მოვწონდი საერთოდ? როდის მიხვდება მსოფლიო მამაკაცთა საზოგადოება, რომ მათ ჩაცმულობასაც აქვს მნიშვნელობა?! მაინც უბრალოდ ჩაის დავლევთ და სექსი არ გვექნება.

რა სისასტიკეა სექსის წინ ყველაფრის გახდა. ზამთარია. ქარია გარეთ. შენობაში საკმარისად არასდროს თბილა. რა კარგია, რომ  I’m not alone და ვიღაც მათბობს. რატომღაც alone რომ ვიყო.

- მომაწევინე.
- შენ არ იყავი, რამდენიმე წლის წინ მწეველ ნაშებზე საზიზღარ ისტორიებს რომ მიყვებოდი?
- მომაწევინე-მეთქი.
- ტონს ნუ უწევ, ვსველდები.
- …
- სადაა ჩემი შოკოლადი?
- გასვლის წინ მოგცემ.
- ჰო, კონვერტში ჩადება არ დაგავიწყდეს.

ვხარხარებთ.
ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. რომელიღაც მასწავლებლისთვის მიჰქონდა ფული, კონვერტი რომ გამომაწოდა, თვალები გამიფართოვდა და ფიქრებიც კი გამიქრა. ახლა მეცინება, მაშინ მხოლოდ ის იცინოდა. რატომ დავიჯერე? ა ხო, პატარა ვიყავი.

- ძალიან პატარა ვიყავი.
- მახსოვს.
- აუ, რას ვგავდი.
- ჰო, მახსოვს.
ნუ მკბენ, მტკივა.
- წავედი, მეძინება.
- ჩემთან დაიძინე.
- ვიღაცის სუნში ვერ ვიძინებ, მაღიზიანებს.
- ნუ იგონებ.
- რასაც მინდა იმას ვიგონებ.

ძალიან ცივა სადარბაზოში. საკვერცხეები მაგრად გამეყინება დღეს.

- კაი, წავედი.
- იმედია, შოკოლადი მოგეწონება.
- არ მომეწონება და შემდეგში სხვას ჩამომიტან.
- ჰო და მერე ბლოგზე პოსტს დაწერ სხვადასხვანაირ შოკოლადებზე.
- ჰა? შენ საიდან?
- შენს ბლოგს ვკითხულობ.
- რამდენჯერ გითხრა, მაგ ყლეობას ნუ კითხულობ-მეთქი?

“უბრალოდ ჩაის დავლევთ და სექსი არ გვექნება”.

აღარ მახსოვს, რატომ არ უნდა გვქონოდა. რაიმე სერიოზული არგუმენტი მექნებოდა, ალბათ.

ხმა მაინც ჩავურთო ამ ტელეფონს. ტვინი მეღრძო უკვე.

- მომეწონა შოკოლადი.
- კარგი. შემდეგში სხვას ჩამოგიტან.
- მიყვარხარ.
- მართლა?
- არა, უბრალოდ კარგი შოკოლადია.

ოდესმე დადგება დრო, როცა ამ ხრინწიან და ირონიულ ხმაზე არ ავიკერტები? მართლა რა კარგი შოკოლადია.

 

Tags: , , , , , , , , , ,

11 Responses to “Artifitial Love”

  1. MrsMarch January 27, 2012 at 22:31 #

    ცოტა არეულ დარეულია, მაგრამ რაღაცეები მაინც გავიგე <3

    • Nat Noideaz January 27, 2012 at 22:45 #

      ასეთი ამბები დალაგებულად არ იყოლება :დდ

  2. 99dge January 27, 2012 at 23:37 #

    ავიკერტები :)

  3. nancygaladriel January 28, 2012 at 16:44 #

    “- შენს ბლოგს ვკითხულობ.
    – რამდენჯერ გითხრა, მაგ ყლეობას ნუ კითხულობ-მეთქი?” – მაგარია :დ
    და მთლიანობაში პოსტი მაგარია.

  4. Ia Shanava January 28, 2012 at 17:20 #

    ვავა.. )))))) ფისოა, გამისწორდა. ^^_^^

  5. Wickly January 29, 2012 at 11:05 #

    აი ლაიქ ით -_-

  6. dekemberiusi February 2, 2012 at 20:43 #

    მუსიკას საოცრად შეერწყა ^^
    და უფრო ლამაზად წამეკითხა <3

  7. Salome Sikharulidze February 17, 2012 at 08:49 #

    ავიკერტები <3 მუსიკა სუპერ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.