Archive | ბლოგერული მხარშიდგომა RSS feed for this section

შუხუთი 2012 ანუ როგორ გავატარე სააღდგომო არდადეგები

16 Apr

დიდი მითქმა–მოთქმის მიუხედავად, რომ სააღდგომო ხუთშაბათ–სამშაბათიც უქმეებია, მხოლოდ ოთხი დღე იყო ოფიციალურად უქმე, იქიდან ჩემთვის მხოლოდ ორი ანუ კვირა და ორშაბათი. სახლში ჯდომა და ფეისბუქის სქროლვა არ  მინდოდა იმიტომ, რომ ნიუსფიდიც ჩამკვდარი იქნებოდა, ამიტომ გადავწყვიტე მენახა ლელობურთი შუხუთში. ის, რაზეც არასდროს მსმენია და ის, რაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან გამაკვირვებდა.

ბურთის აგდება ხუთ საათზე უნდა დაწყებულიყო, იქამდე ბავშვები ლექსებს კითხულობდნენ:

ბავშვები

ბავშვები

ბავშვები ჭიდაობდნენ:

ბავშვები

ბავშვები აგებდნენ და იგებდნენ:

ბავშვები

More

ღია წერილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობას

14 Mar

Reblogged from Praporshchik's Blog:

Click to visit the original post

მაგარი ყლეები.

ბლოგერები ბორჯომში და “მედოლე მინისტრი”

30 Jan

ყურადღება: ეს პოსტი იწერება გარემოს სამინისტროს დაკვეთით და პირადად გოგა ხაჩიძემ ჩამიჯიბა ფული!

როგორც უკვე ამ ვიდეოში ხუმრობით, მაგრამ მაინც აღინიშნა, გარემოს დაცვის სამინისტრომ  ბლოგერები წაგვიყვანა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, სადაც მოგვეცა საშუალება კითხვები დაგვესვა მინისტრისათვის და გაგვეგო რა ხდება ამ სფეროში საქართველოში.

აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში რაღაცები ხდება: რომ ადამიანები გარემოს იცავენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს იცავდეს ჩვენს გარემოს არსებულ პირობებში, რომ “მედოლე მინისტრი” თურმე არა მხოლოდ დოლზე უკრავს, არამედ მინისტრობს კიდეც, რომ აწყურის ხანძრის დროს  ყველაფერი არც ისე იყო, როგორც მეგონა ან როგორც მაშინ მითხრეს (და იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად დავწერ მეორე პოსტს ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე კომპეტენტურისთვის კიდევ ბევრი კითხვის დასმით), რომ თურმე მდ. მტკვარი ქიმიურად სუფთა ყოფილა და ქართველები მხოლოდ ფეკალიებით ვაბინძურებთ მას, რომ თურმე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მხოლოდ ხეების დარგვით არ არიან დაკავებულები, რომ ამ ქვეყანაში გარემოს დაცვა ისევ და ისევ საზოგადოების მოთხოვნით არის ნაკლებად პრიორიტეტული და რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს იუმორის გრძნობა.

More

რა მომაქვს 2012-ში?

3 Jan

რა ხდებოდა 2011-ში?

ვიპოვე ძალა, გამეწყვიტა 2009 წლიდან  გადმოყოლილი ურთიერთობა და ძალიან, ძალიან შემზიზღებოდა ჩემი ექსი.

სლიფი

ვიპოვე კნუტი, რომელიც მოვიშინაურე, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით იმიტომ, რომ ნაწლავების გადახლართვა დაემართა და ხელში ჩამაკვდა. პრინციპში ეს ფაქტი 2011-ში ვერ დარჩება იმიტომ, რომ თავს ვიდანაშაულებ და ვერასოდეს დავივიწყებ მომაკვდავ ოცნებას.

გავსინჯე ბელგიური შოკოლადი და გავსინჯე ლონდონიდან ჩამოტანილი ქედბერი, რომელსაც საქართველოში ვეღარ ვპოულობ.

ვუყურე ძალიან კარგ სერიალებს, მაგ.: six feet under, how i met your mother..

ვეცადე კარგი მეგობრობა ყოფილიყო კარგი ურთიერთობის საწინდარი, მაგრამ არ გამოვიდა.

More

კონკურსები და საზოგადოება

14 Sep

ოდითგანვე მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში გამართულ კონკურსებში, რეალითი შოუებში, უბრალოდ შოუებში და ა.შ. იმარჯვებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად აცოდებდნენ ჟიურისა თუ საზოგადოებას თავს.

აი, მაგალითად გვახსოვს ჯეობარი 1 და ჯეობარი 2 (სხვა ჯეობარები მე პირადად აღარ მახსოვს), სადაც გაიმარჯვეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც კარგად შეაცოდეს თავები მაყურებელს, რომელსაც უნდა დაემესიჯებინა თუ/და დაერეკა მათთვის ხმის მისაცემად.

აი, კიდევ მაგალითად გვახსოვს ნიჭიერი 1 და ნიჭიერი 2 (და დარწმუნებული ვარ, სხვა ნიჭიერებიც ასეთები იქნება, თუ იქნება), სადაც გამარჯვებულები იყვნენ არა იმდენად ნიჭიერები, რამდენადაც საცოდავები და გაჭირვებულები და ქვეყნის იარებზე მჭმუნვარენი (“ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო”).

ეს ყველაფერი არა იმდენად ჟიურის(რომელსაც გადაჰყავს პირველი ეტაპიდან მეორეზე საცოდავი ადამიანები) ან პროდიუსერების ბრალია, რამდენადაც საზოგადოების, რომელსაც ჯერ კიდევ აბრმავებს ის ფაქტი, რომ ვიღაც ლტოლვილია (არადა ეგეთი ბევრია ჩვენთან და ეს სტატუსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რაღაც უნდა მოვაგებინოთ),რომ ვიღაც ინვალიდია (რაც საერთოდ არ ნიშმავს ნიჭიერებას) და რომ ვიღაც ქვეყნის იარებზე მჭმუნვარეა (თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ, მხოლოდ თქვენ დასანახად).
More

გამარჯობა, თქვენ ბოზები და პიდარასტები ხართ

17 Aug

ყოველ დღე “ათასობით” პოსტს ვკითხულობ იმაზე, რომ თქვენ პიდარასტები და ბოზები ხართ, მას შემდეგ, რაც ზამთარში ბლოგოსფეროში გაჩნდა პოსტი “გამარჯობა, მე ვარ ბოზი“, თქვენ ყველანი ვიღაცები გახდით და მესალმებით.

გამარჯობა, მე ნათი ვარ, თქვენ პიდარასტები და ბოზები ხართ და მე ფეხებზე მკიდიხართ.

ფეხები

პ.ს.  შენ  ბოზი ან პიდარასტი ხარ და ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ, შენ მე “ორიგინალური”  და განსხვავებულობის მანიით შეპყრობილი გგონივარ. მე კიდე ფეხებზე მკიდიხარ. უბრალოდ ნუღარ მესალმები.

“დასვენებაზე შეგივსებ,რა”

27 Jul

ე.წ. ნაკლეინკა

  • ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?–  უფრო ტანსაცმლით.
  • შავი თუ ლურჯი კალამი?– შავი, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ლურჯი მაქვს.
  • მოგწონს მოგზაურობა?არ მიფიქრია.
  • მოგწონს ვინმე?ნწ. მიყვარს.
  • იცის?რა თქმა უნდა.
  • ფიქრობრომ მიმზიდველი ხარ?–  კი.
  • გინდა დაქორწინდე?ისე,რა.
  • ვისზე?ჰორავი.
  • კარგი სტუდენტი ხარ?51 ქულა ftw.
  • ახლა ბედნიერი ხარ?–  ნწ. მეფსია.

More

მონოლოგი ნათთან

16 Jun

-ნათ, ნათ, ნათ.

როგორ ვარ? ცოცხალი ვარ საერთოდ? ინვალიდი ხომ არ ვარ? ძალიან ხომ არ დავბერდი?

რა ხდება მანდ? 6 წლის მერე დაფრინავთ უკვე თუ ჯერ არ? ხო კაი, ვიცი, რომ ეგ მარტო ფილმებშია.

ყველაფერი მაინტერესებს. სულ, სულ ყველაფერი. ვიცი, რომ ახლა ძალიან პატარა ვარ. ვიცი, რომ ჯერ ძალიან, ძალიან ბევრი მაქვს გასავლელი და შენ ვერაფრით დამეხმარები, მაგრამ მაინც ბევრი კითხვა მაქვს.

იმედია, უნივერსიტეტი დავამთავრე და კიდევ საგნების შეტენვა/არ შეტენვას არ განიცდი.

იმედია, ბოლოს და ბოლოს გადავიტანე სლიფის სიკვდილი და ახლა ცალკე  ვცხოვრობთ მე და ჩემი ახალი კატა.

იმედია, ვმუშაობ და ხელფასის დიდ ნაწილს შოკოლადზე ვხარჯავ.

იმედია, ისევ მიყვარს წვიმის და სველი ალვის ხის სუნი.

იმედია, ჯერ მგრძნობიარე, მეძუძური დედა არ ვყოფილვარ და არც ბავშვებზე შემცვლია აზრი.

More

ცხრა

22 Apr

ე.ი. (მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ერთ-ერთი ლექტორი ირწმუნება “ე.ი” დასკვნისთვის არსებობს და არა შესავლისთვისო, მაინც) გამომდინარე იქიდან, რომ მე ბლოგერები არაფერში მტაგავენ (არა, პირიქით, კაია), ვიტაგავ თავს ჩემით და ვყვები 9 ისეთ რაღაცას, რაც ჩემს შესახებ ცოტამ/არავინ იცის:

  • მე მაქვს შუბლის კომპლექსი, რომელიც იწვევს ე.წ. “ჩოლკას” ჩემს ვარცხნილობაში;
  • მე ვერასოდეს მეყოლება კერპი, ვერ მეყვარება კაცი შორიდან: ჩაუხუტებლად, უკოცნელად, სუნის უგრძნობელად და კალთაში ჩაუჯდომლად;
  • მე მშურს ადამიანების;
  • ამინდზე იმდენად დამოკიდებული ვარ, რომ ეს ჩემს მომავალს საფრთხეს აუცილებლად შეუქმნის (მომავალში);
  • მე მქონდა ცუდი ბავშვობა არა მხოლოდ იმიტომ, რომ 90-იანები იყო და გავიზარდე შიშში;
  • მე ყოველთვის ვიოცნებებ კატაზე, სანამ არ მეყოლება;
  • მე მიყვარს 9 არა  იმიტომ, რომ გადაბრუნებისას 6-ია და 6 სატანურია და არა იმიტომ, რომ ჩემს ყოფილსაც უყვარდა;
  • More

სხვების თვალით დანახული მე..

8 Jul

ე.ი. რა ხდება.. სხვების თვალით დანახული მე? ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი ვიფიქრე, მგონი, საერთოდ არ მყავს ისეთი ნაცნობი, რომელიც ობიექტურად დამახასიათებს ან საერთოდ დამახასიათებს.. იმიტომ, რომ ძირითადად ადამიანები თავს სხვადასხვა რაღაცებით იმართლებენ, თუმცა მიზეზი ერთია..

პირველ რიგში ჩემზე ხალხს რამე რომ ჰკითხოთ? “bitch”, “წითელი ელასწიკები”, “შოკოლადი”, “მაიმუნი”, “უზრდელია” ამოეყრება.. და მე მაინც  ვეცდები დავწერო ეს პოსტი.

1. [18:29:44] Messiah: საკმაოდ ჭკვიანი ხარ, მაგრამ არ/ვერ ამჟღავნებ და პახოდუ თვითშეფასების გრძნობა გაქვს დავარდნილი ნოლზე მაგ ამბავში… კარგი იუმორის გრძნობა გაქვს და არც თუ ისე კარგი მუსიკალური გემოვნება… საკმაოდ აგრესიული ხარ, მარა ე.წ. “მეგობრულიც”… კარგი აურა გაქვს, მარა მაგ აურაში ვინმე ისეტი თუ გაიჩითა ვინც არ გევასება პიზდეეც დედა ყავს [ცენზურა][/ცენზურა]
More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.