უკვე ყველამ გაიგეთ, რომ გუჯა ჟღენტი გარდაცვლილი იპოვეს?
ის გუჯა ჟღენტი, აი, სოციალურ ქსელებს რომ მოედო მისი სურათები, ყველა რომ აშეარებდა და გთხოვდათ, სადმე თუ შეგხვდებოდათ აუცილებლად დაგერეკათ მითითებულ ნომრებზე ან პატრულში.
ის გუჯა ჟღენტი, რომლითაც Landmark–მა talking about აიწია Fb-ზე.
ის გუჯა ჟღენტი, რომელთან ერთადაც ჯობდა ესეირნა მის ძმას, ძაღლთან სეირნობას.
ის გუჯა ჟღენტი, რომელსაც წესიერად ვერ მიხედა ოჯახმა და არ მიაბა რამეზე, თავის დროზე, სახლიდან რომ არ გასულიყო.
ის გუჯა ჟღენტი, რომელსაც თურმე ხედავდით ხოლმე და რეკავდით განცხადებაში მითითებულ ნომრებზე ან პატრულში.
ის გუჯა ჟღენტი, იმ როკერი ტიპის ძმა როა, ჰეჰე.
ის გუჯა ჟღენტი, რომლის სიკვდილიც არავის ბრალი არაა და მითუმეტეს საზოგადოებისა.
ის გუჯა ჟღენტი, რომლის სიკვდილიც არც იმ აფთიაქში მომუშავე ფარმაცევტების ბრალია, რომლებმაც ლოთად ჩათვალეს აუტიზმით დაავადებული ადამიანი.
ის გუჯა ჟღენტი, რომელიც ვიღაც კაცმა ჯიგრულ პონტში მოსკოვის პროსპექტიდან ლილოში გაიყვანა მაშინ, როცა გუჯა პეკინს ამბობდა.
ის გუჯა ჟღენტი, რომელსაც პატრული ისეთ პონტში, მარა მაინც ეძებდა.
ის გუჯა ჟღენტი, რომლისთვისაც ლოცვას დაჰპირდით ოჯახს.
ის გუჯა ჟღენტი, რომელიც “AuuUuUuU sAwyAlIIiIIiIiIiii”.
ის გუჯა ჟღენტი, რომლის ამბავი “აუუუ ეს მართალიაააააა??!1111″.
ის გუჯა ჟღენტი, რომელიც “ნეტა იპოვოოოოონ”.
ის გუჯა ჟღენტი, რომლის ამბავიც საშინელებაა.
ის გუჯა ჟღენტი, რომელსაც, ალბათ, ცუდად ეძებდნენ.
ის გუჯა ჟღენტი, რომელიც ჯობდა ერთი კარგად მოეძებნა თავის ძმას 28–ში კონცერტზე დაკვრას.
ის გუჯა ჟღენტი, რომლის სურათებიც იქამდე უნდა გვეშეარებინა, სანამ არ დაგვიკომენტებდა.
გაიგეთ? ჰო? კარგად გაიგეთ, რომ გარდაიცვალა?
ჰოდა იქნებ, ახლა მაინც შეეშვათ ტრაკის თამაშს და ოჯახს მაინც არ უშალოთ ნერვები თქვენი ყველაზე განსხვავებული და ყველაზე საოცარი მოსაზრებებით?
თუ რამე გამომრჩა აუცილებლად მომწერეთ პოსტში ჩავამატებ, ისტორიას შემორჩეს, თაობებს გადაეცეს თუ არადა
გმადლობთ.


უკანასკნელი ნააზრევი