Archive | შემეცნებითი RSS feed for this section

ბლოგერები ბორჯომში და “მედოლე მინისტრი”

30 Jan

ყურადღება: ეს პოსტი იწერება გარემოს სამინისტროს დაკვეთით და პირადად გოგა ხაჩიძემ ჩამიჯიბა ფული!

როგორც უკვე ამ ვიდეოში ხუმრობით, მაგრამ მაინც აღინიშნა, გარემოს დაცვის სამინისტრომ  ბლოგერები წაგვიყვანა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, სადაც მოგვეცა საშუალება კითხვები დაგვესვა მინისტრისათვის და გაგვეგო რა ხდება ამ სფეროში საქართველოში.

აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში რაღაცები ხდება: რომ ადამიანები გარემოს იცავენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს იცავდეს ჩვენს გარემოს არსებულ პირობებში, რომ “მედოლე მინისტრი” თურმე არა მხოლოდ დოლზე უკრავს, არამედ მინისტრობს კიდეც, რომ აწყურის ხანძრის დროს  ყველაფერი არც ისე იყო, როგორც მეგონა ან როგორც მაშინ მითხრეს (და იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად დავწერ მეორე პოსტს ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე კომპეტენტურისთვის კიდევ ბევრი კითხვის დასმით), რომ თურმე მდ. მტკვარი ქიმიურად სუფთა ყოფილა და ქართველები მხოლოდ ფეკალიებით ვაბინძურებთ მას, რომ თურმე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მხოლოდ ხეების დარგვით არ არიან დაკავებულები, რომ ამ ქვეყანაში გარემოს დაცვა ისევ და ისევ საზოგადოების მოთხოვნით არის ნაკლებად პრიორიტეტული და რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს იუმორის გრძნობა.

More

პოსტი შოკოლადზე #2

25 Jul

ვინმეს გახსოვთ ქედბერი? უკვე დაგავიწყდათ? თუ არც არასოდეს გაგისინჯავთ? იცით, რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ? ცხოვრებაში ადამიანმა განა რამდენიმე ნერგი უნდა დარგოს და რამდენჯერმე კონდომის გაკეთება დაავიწყდეს, ქედბერი უნდა გასინჯოს.  ცხოვრებაში თითო თავმოყვარე ადამიანზე თითო ქედბერი მაინც უნდა მოდიოდეს და საერთოდაც wouldn’t it be nice, if the world was Cadbury?

ნოემბრიდან ვოცნებობ ქედბერიზე. ზოგჯერ საოცრად სასოწარკვეთილი შევდივარ მაღაზიაში და ჩამქრალი თვალებით ვკითხულობ, იქნებ დაბრუნდა ქედბერი ქართულ ბაზარზე, მაგრამ ამაოდ. იმაზეც კი ვერ ვიპოვე პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ვეღარ ვჭამ იმ შოკოლადს, რომელიც მიყვარს და ვჭამ უბრალოდ იმას, რომლის იქითაც გზა არ მაქვს.

More

პოსტი შოკოლადზე #1

14 Jul

რაც ამ ბლოგზე გადმოვბარგდი, შოკოლადი არ მიხსენებია, არადა უნამუსობაა “შოკოლადის ნათის” წინაშე, რომელიც სულ შოკოლადზე ფიქრობს და ოცნებობს და ჭამს და ნეტარებაშია და უყვარს და უფრო ძალიან უყვარს.

ჩემს “შოკოლადის უჯრაში” მოიმატა ქაღალდების რაოდენობამ, ცოტახანში, ალბათ, მეორე უჯრაზე გადავალ:

<9

ორი დღის წინ  ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ბელგიიდან ანუ იქიდან სადაც ძალიან ბევრი შოკოლადი და ლუდია. მე ორივე მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შოკოლადზე წინ არავინ, არაფერი და არასდროს დგას, ამიტომ ლუდი არც კი მითხოვია, აზრადაც არ გამივლია, რომ შოკოლადსა და კიდევ რამეს შორის არჩევანის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ შოკოლადის გვერდზე არასდროს, გესმით?! არასდროს არაფერი არსებობს!

More

“ვერნონ გენიოს ლითლი”

4 Jul

2007 წელია, 25 ნოემბერი (24-ში მანქის დაბადების დღე იყო, ღამე გაათენეს ან აქა-იქ ეძინათ), ვზივარ სავარძელში, სახლში უკვე სამნი ვართ: მანქი, რომელიც სახლს ალაგებს და ბიჩოკებს მალავს, ლიანა, რომელიც ცოტახანში სხვა მეგობრის დაბადების დღეზე უნდა წავიდეს და მე, რომელიც ვარ,რა. მახსენდება, რომ ლიანამ ვიღაცას წიგნი უყიდა საჩუქრად და იმ წიგნის თვალიერებას ვიწყებ.

კარგი ბიჭი ჩანს.. აი, ეს შორტები რომ არ ეცვას.. გადავშლი, მაგრამ ლიანა მაინც მალე მიდის, ვერაფერს მოვასწრებ.

“მოქმედება I
მგონი მერხევა”

More

“ბოზის” სამი განმარტება

24 Jun

ბოზი (საბას * მიხედვით) -

ბოზო

ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად. ს ი ძ ვ ა უკუე არს უმეუღლეოს ქმნილი, ხოლო მ რ უ შ ე ბ ა – მეუღლიანი სხვასთან ბოზობდეს . ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად. ს ი ძ ვ ა უკუე არს უქორწინებელთა მიერ ქმნული, რომელსა (რომელთა ) არა ესვას მეუღლე, ხოლო მ რ უ შ ე ბ ა არს, რომელსა (რომელთა ) ესვას (+ მეუღლე ) და სხვასთან (სხვაგან ) ისიძ(ვ)ოდეს .

ბოზი (ქართველთა უმეტესობის მიხედვით) -

More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.