- ტანსაცმლით გძინავს თუ მის გარეშე?– უფრო ტანსაცმლით.
- შავი თუ ლურჯი კალამი?– შავი, მაგრამ რატომღაც ყოველთვის ლურჯი მაქვს.
- მოგწონს მოგზაურობა?– არ მიფიქრია.
- მოგწონს ვინმე?– ნწ. მიყვარს.
- იცის?– რა თქმა უნდა.
- ფიქრობ, რომ მიმზიდველი ხარ?– კი.
- გინდა დაქორწინდე?– ისე,რა.
- ვისზე?– ჰორავი.
- კარგი სტუდენტი ხარ?– 51 ქულა ftw.
- ახლა ბედნიერი ხარ?– ნწ. მეფსია.
“დასვენებაზე შეგივსებ,რა”
27 Julმარგინალი სტუდენტი გოგონა #2
15 Julყურადღება: ეს პოსტი დაფუძნებულია რეალურ ამბებზე, თუმცა ყველა შესაძლო დამთხვევა თქვენთან ან თქვენს ნაცნობებთან არის შემთხვევითი და კავშირი არ აქვს არც თქვენთან და არც თქვენს ნაცნობებთან.
- მაღლივის პირდაპირ რომ “ბიოლოგების კორპუსია” მანდ შესული ეგრევე მესამე სართულზე ჩნდები. აი, ჩამოდიხარ 27 ნომერი მარშრუტკიდან გადაქანცული, გადათანგული, გადაგუდული, შედიხარ შენობაში და ბრახ და მესამე სართულზე ხარ. (არადა, ღმერთმანი, არც ისე ცოდვილი ხარ იმისათვის, რომ ასეთ სასჯელს იმსახურებდე!)
- შენ გარშემო დადიან ამაყი ადამიანები, რომლებიც ამაყობენ პირველ (და, რაღა თქმა უნდა, უკანასკნელ) უნივერსიტეტში სწავლით და მათ მდედრ (ან არც ისე) ნაწილს ჩანთაზე ამოქარგული გაქვს “თსუ”.
პოსტი შოკოლადზე #1
14 Julრაც ამ ბლოგზე გადმოვბარგდი, შოკოლადი არ მიხსენებია, არადა უნამუსობაა “შოკოლადის ნათის” წინაშე, რომელიც სულ შოკოლადზე ფიქრობს და ოცნებობს და ჭამს და ნეტარებაშია და უყვარს და უფრო ძალიან უყვარს.
ჩემს “შოკოლადის უჯრაში” მოიმატა ქაღალდების რაოდენობამ, ცოტახანში, ალბათ, მეორე უჯრაზე გადავალ:
ორი დღის წინ ჩემი მეგობარი ჩამოვიდა ბელგიიდან ანუ იქიდან სადაც ძალიან ბევრი შოკოლადი და ლუდია. მე ორივე მიყვარს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შოკოლადზე წინ არავინ, არაფერი და არასდროს დგას, ამიტომ ლუდი არც კი მითხოვია, აზრადაც არ გამივლია, რომ შოკოლადსა და კიდევ რამეს შორის არჩევანის გაკეთება შეიძლება იმიტომ, რომ შოკოლადის გვერდზე არასდროს, გესმით?! არასდროს არაფერი არსებობს!
“ბოზის” სამი განმარტება
24 Junბოზი (საბას * მიხედვით) -
ბოზო
ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად. ს ი ძ ვ ა უკუე არს უმეუღლეოს ქმნილი, ხოლო მ რ უ შ ე ბ ა – მეუღლიანი სხვასთან ბოზობდეს . ესე ბოზობა განიყოფებიან ორად: სიძვად და მრუშებად. ს ი ძ ვ ა უკუე არს უქორწინებელთა მიერ ქმნული, რომელსა (რომელთა ) არა ესვას მეუღლე, ხოლო მ რ უ შ ე ბ ა არს, რომელსა (რომელთა ) ესვას (+ მეუღლე ) და სხვასთან (სხვაგან ) ისიძ(ვ)ოდეს .
ბოზი (ქართველთა უმეტესობის მიხედვით) -
ბატონ ჯეოსელს და ბატონ მაგთის
6 Aprგამარჯობა,
მე საქართველოს მოქალაქე ვარ, უკვე ერთი წელია, რაც სრულუფლებიანი, უკვე 4 წელია, რაც ჯეოსელის, კერძოდ კი ლაი-ლაის ნომრიანი, რაც “ზუმი” არსებობს “ზუმში” ნომერ ჩართული და რაც მაგთის, კერძოდ კი ბალს “ღამის ფართი” აქვს პერიოდულად, კერძოდ კი წელიწადში რამდენჯერმე, ღამ-ღამობით ტელეფონში ბალის კარტა ჩადებული, ვინმესთან დილამდე სალაპარაკოდ.
მოკლედ, გამარჯობა, ბატონო ჯეოსელო და გამარჯობა, ბატონო მაგთი!
მინდა გითხრათ, რომ თქვენ დრომ მოგჭამათ, კერძოდ კი, უკვე დრომოჭმულები ხართ.
მინდა გითხრათ, რომ თქვენ პირველობისთვის ყველაფერზე წამსვლელი ბატონები ხართ.
მინდა გითხრათ, რომ თქვენ რამდენიმე წლის წინ გაგითავდათ კრეატივი და ახლა თითებიდან იწოვთ მას.
More
If the world was Cadbury
14 Novხომ ყველას გახსოვთ ქედბერი? მთელ-მთელი ნუშებით გაჯეჯგილი, უგემრიელესი შოკოლადი?
ჰოდა, მოკლედ ეს უგემრიელესი შოკოლადი აღგავეს პირისაგან ჩვენი უცენზუროდ მოსახსენებელი ქვეყნისა. ჰო, აი, ასე გააქრეს. აღარც “პოპულშია”, აღარც “გუდვილში” და აღარც ვარკეთილის ყველის სუნით გაჟღენთილ მაღაზიებში. უკანასკნელ ცალს დამტვერილს გადავაწყდი სადღაც და უკვე გამითავდა, უფრო სწორად ორი კვირის შემდეგ მხოლოდ ერთი ნატეხი დამრჩა და იმასაც მხოლოდ ვეფერები, “გული საგულეშია, როცა ქედბერი ჩანთაშია”, მაგრამ სულ მალე ქედბერი აღარც ჩანთაში იქნება და აღარც საქართველოს ფარგლებში იმიტომ, რომ როგორც მომახსენეს, რაღაც იურიდიული პრობლემები აქვთ და აღარ შემოიტანენო.
თბილისთრობა 2010
24 Octვაშა! ვაშა! რა მაგარია!
კიდევ მოვიდა ოქტომბერი, განსაკუთრებით კი ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირა, რა მნიშვნელობა აქვს, როგორი ამინდია, მზეა, ქარია თუ წვიმაა, ხალხი მაინც ბედნიერია.
და ბედნიერია იმით, რომ
კიდევ გამოიფინება ქალაქში უხარისხო ჩურჩხელები.
კიდევ გაივსება ქალაქი მთვრალი პროვინციელებით.
კიდევ გადაიკეტება ქუჩები და კიდევ იქნება საცობები.
კიდევ გაივსება მეტრო მთვრალი ადამიანების ამონაღები მასებით/ამოღებული მასებით/ნარწყევით ბლინ.
მარგინალი სტუდენტი გოგონა
14 Octთსუ-ში სწავლა 20სექტემბერს დაიწყო, ბევრი პირველკურსელისგან განსხვავებით, ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტის კორპუსებში, იქამდეც ბევრჯერ მიძებნია ცარიელი აუდიტორია გასათბობად და კიდევ სხვა მიზეზებისთვის. იქამდეც ვმჯდარვარ მეხუთე კორპუსის უკანა ეზოში და იქამდეც აღმომიჩენია, რომ თსუ-ს სტუდენტს ფანჯარა უფრო მეტი აქვს დღეში, ვიდრე ლექცია.
მოკლედ, 20სექტემბერს რომ სულ ტყუილად ავდექი 7 საათზე და სულ ტყუილად გავედი იმ საგიჟეთში, სადაც რექტორის ხმა არც ისმოდა და არც მაინტერესებდა(რა შეიძლებოდა ეთქვა განსაკუთრებული?) ეგ უკვე გავიგეთ და 20სექტემბრის მერე კვირაში სამჯერ რომ ვდგები 7საათზე და ტყუილად გავდივარ უნივერსიტეტში, ეგეც გასაგებია.
20სექტემბრის მერე აღფრთოვანებული ვარ ჩემი კურსის მრავალფეროვნებით, რომელი რაიონიც გინდათ, ხელი დაადეთ და იმ რაიონიდან მყავს კურსელები. რომელი პოზაც გინდათ, შესთავაზეთ და უარს გეტყვიან. რომელი ლექტორიც გინდათ, ხელი დაადეთ, და უკვე შეეტენნენ.
“ქარავნი” და ოთარ ჭილაძის ჩანაწერები
3 Octმე ოთარის ჩანაწერების წიგნი მაქვს, გუშინ ამ წიგნის პრეზენტაციაზე ვიყავი და დღეს მეგობარი შემპირდა, რომ ოთარის ესეებს მაჩუქებს ანუ ჯერ ყველაფერი დადებითი აქრობს ყველაფერ უარყოფითს.
რამდენიმე დღის წინ facebook-ზე (რატომღაც არ მომწონს პირწიგნაკის თქმა) მოწვევა მომივიდა ოთარ ჭილაძის ჩანაწერების პრეზენტაციაზე და მგონი, ცხოვრებაში პირველად დავეთანხმე.. მერე მომიწია “მსოფლიო ხელოვნების ისტორიის” სასემინარო ჯგუფის შეცვლა, რომ არ გამეცდინა და წავედი.
ვიპოვე საჯარო ბიბლიოთეკასთან ახლოს მდებარე კაფე, უფრო სწორად
გინდოდათ პოსტი? მიიღეთ პოსტი
9 Sepჩამოვედი კვარიათიდან, მეც ძალიან მომენატრეთ და მსგავსი მარაზმები.
რაც შეეხება პოსტს, რომლის მოკლე მონახაზი, გეგმა და ჩანახატი კვარიათში ფანჯარაზე დავწერე:
Morcheeba-ს the sea მართლა ძალიან მოუხდა ზღვას.. მანქი რომ ამბობდა, არ შევიმჩნიე, მაგრამ იქ სულ მაგას ვღიღინებდი, მოსმენით – ხშირად ვერ ვახერხებდი, აჭარელი ხალხი ყოველ ორ წუთში რაღაცას მეუბნებოდა და ჭამას მთავაზობდა, პრინციპში ოთხი წლის ნაცნობობის შემდეგ ისევ სტუმრად აღმიქვამენ და თავიდან მიცნობენ ეგენი, ყოველ ჩასვლაზე.
მოკლედ, ჭამისა და საყიდლებზე სიარულის მეტს არაფერს ვაკეთებდი იქ (ეს ორი დრომოჭმული ტრადიციაა იმ ოჯახისა, რომელთანაც ჩავდივარ ხოლმე).
More




უკანასკნელი ნააზრევი