
Hello Kitty
Victim: “Rogori autaneli yofila lodini”.
მუცელში პეპლები აფარფატდნენ. ნელ-ნელა ზევით ამოდიან, ყელი ვეღარ იტევს და ნერვიულობისგან გული მერევა. „მგონი, მივაგნებ სახლს. ერთხელ ხომ ვიყავი უკვე, მაგრამ მაშინაც ასე ვნერვიულობდი, თან ვცდილობდი არ შეემჩნია ჩემი ნერვიულობა. ჯერ ცოტა ლუდს დავლევ სადარბაზოსთან, კვარიათიდან მაინც ახალი ჩამოსული ვარ და ფული ჯერ მაქვს, ერთ ღერსაც მოვწევ და მერე ავალ. არა, მოდი, არ მოვწევ, მაინც პირველი ღერია და თავბრუს დამახვევს“.
არც ლუდს ვსვამ და არც სიგარეტს ვეწევი, ეგრევე რომელიღაც ღილაკს ვაწვები ლიფტში და ავდივარ (სართულებს ვერასდროს ვიმახსოვრებ, თუ ფეხით არ ავდივარ, თანაც რა დროს სართულის დამახსოვრებაა, როგორ მომენატრა, ბოლოს უკვე მესიზმრებოდა კიდეც. მომწერა თუ არა, ეგრევე მატარებლის ბილეთი ავაღებინე მასპინძელ ოჯახს და გამოვქანდი კვარიათიდან).
ზარს ვრეკავ და საათს ვუყურებ, მერე ტელეფონს ხმას ვუთიშავ, დედაჩემმა არ დარეკოს, მეზარება, ტყუილის მოფიქრება. დაბნეული მიღებს კარს „ეს რაღამ დააბნია“ პირდაპირ მისი ოთახისკენ გავდივარ. ოთახის კარს კეტავს, ლოგინზე ჯდება და კალთაში მისვამს. კოცნაც კი მეზარება. „ღმერთო, გთხოვ, შენ მაინც აღმაგზნე, რა ჯანდაბა მჭირს“. ცოტახანში მაყენებს, ლოგინიდან ლეიბს ძირს აგდებს (ჭრიჭინებს, ალბათ, ეს ხის ლოგინი), ზედ მაწვენს და ნელ-ნელა მხდის. მე უბრალოდ ვწევარ და მის სახლში დაბუდებულ სუნს ვიყნოსავ. არ მომწონს. სინამდვილეში არავის სუნი მომწონს, ბექას სუნის გარდა. ბექა ჩემი მეგობარია, ზოგჯერ ვზასაობთ ხოლმე, როცა ყველასგან ვიღლებით და ვნებები გვეძალება, მაგრამ ახლა რა დროს ბექაა. საცვალს მხდის. „Hello Kitty”, კარგია, ტანგა რომ არ ჩავიცვი, გამოშტერდა, მაგრამ არ შეიმჩნია.
More
უკანასკნელი ნააზრევი