მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა, მე მაინც მიყვარს ეს პოსტი და არა, ტკბილად არ მახსენდება არც აბიტურიენტობა, არც სკოლა, არც გამოცდები და არც ისეთი რაღაცები, როგორებიც ტკბილად ახსენდებათ ხოლმე ვიღაცებს.
გამოცდების მსვლელობა:
2 ივლისი (ქართული ენა და ლიტერატურა) - 07.30 წუთზე გავდივართ სახლიდან, 07.32-ზე მანქი ჯდება მანქანაში და ვიწყებთ აქტიურად ხუმრობას. მაგ.: ლაგუნა ვერესთან გავლისას.. მე(მანქს): გთხოვთ გაიხედოთ მარჯვნინ, ჩემი მომავალი სამუშაო ადგილი. მანქი(უყურებს ლაგუნას): ჰა? მე(მანქს): მარჯვნივ-მეთქი, ცირკი!
და როგორც იქნა, მივედით მაღლივს. ახლა ვხვდები, რატომ ვერ იტანენ მაღლიველები მაღლივს. ფრიად ამაზრზენი შენობაა. რაც შეეხება რეგისტრაციის მსვლელობას, მშობლები უკვე წინ იდგნენ და აქტიურად ცდილობდნენ, გაევლოთ რეგისტრაცია. მე არ ვჩქარობდი. მშობლებზე ვკაიფოდბით. მე არ ვჩქარობდი. დედაჩემმა ჩადექითო რიგში. მე არ ვჩქარობდი. მანქმა შემათრია რიგში. მე არ ვჩქარობდი და ოფლის სუნი იდგა. მანქმა წავიწიოთო წინ. მე არ ვჩქარობდი. კიბეებზე აღმოვჩნდი. მე არ ვჩქარობდი. შევედი და იქიდან გამომდინარე, რომ 40 წუთი მომიწია მერხზე ძილი, გამოცდის დაწყების ლოდინში, ავჩქარდი. დაიწყო გამოცდა. დავწერე. გამოვედი. დავლიეთ.
More

უკანასკნელი ნააზრევი