Tag Archives: აწყური

ბლოგერები ბორჯომში და “მედოლე მინისტრი”

30 Jan

ყურადღება: ეს პოსტი იწერება გარემოს სამინისტროს დაკვეთით და პირადად გოგა ხაჩიძემ ჩამიჯიბა ფული!

როგორც უკვე ამ ვიდეოში ხუმრობით, მაგრამ მაინც აღინიშნა, გარემოს დაცვის სამინისტრომ  ბლოგერები წაგვიყვანა ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში, სადაც მოგვეცა საშუალება კითხვები დაგვესვა მინისტრისათვის და გაგვეგო რა ხდება ამ სფეროში საქართველოში.

აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში რაღაცები ხდება: რომ ადამიანები გარემოს იცავენ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცდილობს იცავდეს ჩვენს გარემოს არსებულ პირობებში, რომ “მედოლე მინისტრი” თურმე არა მხოლოდ დოლზე უკრავს, არამედ მინისტრობს კიდეც, რომ აწყურის ხანძრის დროს  ყველაფერი არც ისე იყო, როგორც მეგონა ან როგორც მაშინ მითხრეს (და იმედი მაქვს, რომ ოდესმე აუცილებლად დავწერ მეორე პოსტს ამ თემასთან დაკავშირებით ვინმე კომპეტენტურისთვის კიდევ ბევრი კითხვის დასმით), რომ თურმე მდ. მტკვარი ქიმიურად სუფთა ყოფილა და ქართველები მხოლოდ ფეკალიებით ვაბინძურებთ მას, რომ თურმე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები მხოლოდ ხეების დარგვით არ არიან დაკავებულები, რომ ამ ქვეყანაში გარემოს დაცვა ისევ და ისევ საზოგადოების მოთხოვნით არის ნაკლებად პრიორიტეტული და რომ საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს იუმორის გრძნობა.

More

ცეცხლი აჩვენე მკითხველსა, ბლოგი გაქვს, შენი ვალია..

10 Aug

ჯერ სწორად არც ერთს არ გვაქვს გააზრებული, რა მოხდა და რისი გაკეთება შევძელით.

დილით გაღვიძებულმა მანქმა გადაწყვიტა ნახანძრალისათვის უფრო ახლოდან გადაეღო სურათები. ცოტა ვჭამეთ, მანქმა აიკიდა ზურგჩანთა, რომელშიც იდო ერთი ლიტრიანი ბოთლი წყლით, მზესუმზირა, ე.წ. პეჩენია, რვეული, ავტოკალამი და პირსახოცი “რა იცი, რა ხდება” მიზნით. წავედით.. იმ ადგილამდე, სადაც გუშინ ვიყავით უცებ მივედით.. მერე კიდევ კარგი ღელე გამოჩნდა, სიგრილე და ჩრდილი იყო, რამაც სიარული გაგვიადვილა. ჩემდა გასაკვირად არ ვწუწუნებდი. არ ვიცი, რატომ მაგრამ უბრალოდ ვიცოდი, რომ ჩემი  გასაკეთებელი იყო ეს.


More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.