Tag Archives: გამოცდები

ჩემი ზაფხულის არდადეგები

3 Sep

ამ თემას ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ისეთი არაფერი ხდებოდა, რაც ან მასწავლებლისთვის ან კლასელებისთვის მექნებოდა მოსაყოლი, მეორეც ერთი ასეთ თემებს როცა მაწერინებდნენ არ მიყვარდა თემების წერა იმიტომ, რომ ქართული და რუსული არეული მქონდა ერთმანეთში და საბოლოო ჯამში საზიზღარი, თითიდანგამოწოვილი თემა გამომდიოდა, რომელსაც მაინც ითხოვდნენ სკოლაში, რომელიც მაინც არავის მოსწონდა და რომლის დაწერა მაინც მევალებოდა. ზაფხულის დასრულებასაც ვერ ვიტანდი, გარდა იმისა, რომ სკოლა იწყებოდა, ამ თემის წერაც მომიწევდა.

ახლა არ მეზიზღება ეს თემა, მაგრამ ბლოგზე საწერად მაინც მიწევს ჩემი ზაფხულის “გამოხშირვა” და რაც არც ისე პირადულია, იმის საჯაროდ(ან არც ისე საჯაროდ) გამოტანა.

მოკლედ, 92 დღე? არა, ბევრად ცოტა იმიტომ, რომ ლექციები ივნისის შუა რიცხვებში დამიმთავრდა, გამოცდები და გამოცდების გადაბარებები – ივლისის შუა რიცხვებში.

More

16 ივლისი ანუ როგორ ჩავუარე გამოცდებს

16 Jul

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი უკვე წარსულს ჩაბარდა, მე მაინც მიყვარს ეს პოსტი და არა, ტკბილად არ მახსენდება არც აბიტურიენტობა, არც სკოლა, არც გამოცდები და არც ისეთი რაღაცები, როგორებიც ტკბილად ახსენდებათ ხოლმე ვიღაცებს.

გამოცდების მსვლელობა:

2 ივლისი (ქართული ენა და ლიტერატურა) -  07.30 წუთზე გავდივართ სახლიდან, 07.32-ზე მანქი  ჯდება მანქანაში და  ვიწყებთ აქტიურად ხუმრობას.  მაგ.: ლაგუნა ვერესთან გავლისას.. მე(მანქს): გთხოვთ გაიხედოთ მარჯვნინ, ჩემი მომავალი სამუშაო ადგილი. მანქი(უყურებს ლაგუნას): ჰა? მე(მანქს): მარჯვნივ-მეთქი, ცირკი!

და როგორც იქნა, მივედით მაღლივს. ახლა ვხვდები, რატომ ვერ იტანენ მაღლიველები მაღლივს. ფრიად ამაზრზენი შენობაა. რაც შეეხება რეგისტრაციის მსვლელობას, მშობლები უკვე წინ იდგნენ და აქტიურად ცდილობდნენ, გაევლოთ რეგისტრაცია. მე არ ვჩქარობდი. მშობლებზე ვკაიფოდბით. მე არ ვჩქარობდი. დედაჩემმა ჩადექითო რიგში. მე არ ვჩქარობდი. მანქმა შემათრია რიგში. მე არ ვჩქარობდი და ოფლის სუნი იდგა. მანქმა წავიწიოთო წინ. მე არ ვჩქარობდი. კიბეებზე აღმოვჩნდი. მე არ ვჩქარობდი. შევედი და იქიდან გამომდინარე, რომ 40 წუთი მომიწია მერხზე ძილი, გამოცდის დაწყების ლოდინში, ავჩქარდი. დაიწყო გამოცდა. დავწერე. გამოვედი. დავლიეთ.
More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.