Tag Archives: მასტურბომანია

მარგინალი სტუდენტი გოგონა

14 Oct

თსუ-ში სწავლა 20სექტემბერს დაიწყო, ბევრი პირველკურსელისგან განსხვავებით, ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტის კორპუსებში, იქამდეც ბევრჯერ მიძებნია ცარიელი აუდიტორია გასათბობად და კიდევ სხვა მიზეზებისთვის. იქამდეც ვმჯდარვარ მეხუთე კორპუსის უკანა ეზოში და იქამდეც აღმომიჩენია, რომ თსუ-ს სტუდენტს ფანჯარა უფრო მეტი აქვს დღეში, ვიდრე ლექცია.
მოკლედ, 20სექტემბერს რომ სულ ტყუილად ავდექი 7 საათზე და სულ ტყუილად გავედი იმ საგიჟეთში, სადაც რექტორის ხმა არც ისმოდა და არც მაინტერესებდა(რა შეიძლებოდა ეთქვა განსაკუთრებული?) ეგ უკვე გავიგეთ და 20სექტემბრის მერე კვირაში სამჯერ რომ ვდგები 7საათზე და ტყუილად გავდივარ უნივერსიტეტში, ეგეც გასაგებია.

20სექტემბრის მერე აღფრთოვანებული ვარ ჩემი კურსის მრავალფეროვნებით, რომელი რაიონიც გინდათ, ხელი დაადეთ და იმ რაიონიდან მყავს კურსელები. რომელი პოზაც გინდათ, შესთავაზეთ და უარს გეტყვიან. რომელი ლექტორიც გინდათ, ხელი დაადეთ, და უკვე შეეტენნენ.

More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.