Tag Archives: საზოგადოებრივი ტრანსპორტი

სატრანსპორტო მარაზმები

6 Jan

ანანისტებო და პედოფილებო მთელი ქვეყნისა შეერთდით!

განა სასაცილოა? საოცრად მაწუხებს ეს თემა. “Obviously, Doctor, you’ve never been 13 year old girl.”

თუ თქვენ ხართ საშუალო ასაკს ჯერ ვერ მიღწეული, ოდნავ შესახედავი, თქვენს ქვედა კიდურებს შორის ქალის სასქესო ორგანოა , ზაფხულში მაინც,  სექსუალურად/ლამაზად/მოკლედ/თხლად  ჩაცმა გიყვართ და ჯერ არ შეუწუხებიხართ აღგზნებულ “მომამრო” პირებს ე.ი. ყველაფერი წინ გაქვთ.

საკმარისია ზევით ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებდეთ (ზოგჯერ ოდნავ შესახედაობაც არაა აუცილებელი), მერწმუნეთ, თქვენ აუცილებლად შეეჩეხებით ამ პრობლემას ოდესმე. დიდი გარჯა (თქვენი მხრიდან) სულაც არაა საჭირო იმისათვის, რომ დაუკმაყოფილებელმა “მომამრო” პირებმა შეგამჩნიონ. არა, მე არ ვგულისხმობ ქუჩაში უბრალოდ თვალის გაყოლებას ან რაიმეს წამოძახებას, ან თუნდაც შეგინებას.. დიახ, მეგობრებო, საქმე ეხება, უფრო სწორად დაუკმაყოფილებელი “მომამრო” პირები გვეხებიან. გავმეორდები და თუ თქვენთვის ეს უბრალოდ სასაცილოა “ you’ve never been 13 year old girl” ანუ თქვენ არასოდეს “აგკიდებიან” ან თქვენც “მომამრო” პირებივით სექსუალურად ყოვლად დაუკამყოფილებელი ხართ და ამისგან სიამოვნების მიღება შეგიძლიათ.
More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.