Tag Archives: სატრანსპორტო მარაზმი

მარგინალი სტუდენტი გოგონა

14 Oct

თსუ-ში სწავლა 20სექტემბერს დაიწყო, ბევრი პირველკურსელისგან განსხვავებით, ეს არ ყოფილა ჩემი პირველი ნაბიჯები უნივერსიტეტის კორპუსებში, იქამდეც ბევრჯერ მიძებნია ცარიელი აუდიტორია გასათბობად და კიდევ სხვა მიზეზებისთვის. იქამდეც ვმჯდარვარ მეხუთე კორპუსის უკანა ეზოში და იქამდეც აღმომიჩენია, რომ თსუ-ს სტუდენტს ფანჯარა უფრო მეტი აქვს დღეში, ვიდრე ლექცია.
მოკლედ, 20სექტემბერს რომ სულ ტყუილად ავდექი 7 საათზე და სულ ტყუილად გავედი იმ საგიჟეთში, სადაც რექტორის ხმა არც ისმოდა და არც მაინტერესებდა(რა შეიძლებოდა ეთქვა განსაკუთრებული?) ეგ უკვე გავიგეთ და 20სექტემბრის მერე კვირაში სამჯერ რომ ვდგები 7საათზე და ტყუილად გავდივარ უნივერსიტეტში, ეგეც გასაგებია.

20სექტემბრის მერე აღფრთოვანებული ვარ ჩემი კურსის მრავალფეროვნებით, რომელი რაიონიც გინდათ, ხელი დაადეთ და იმ რაიონიდან მყავს კურსელები. რომელი პოზაც გინდათ, შესთავაზეთ და უარს გეტყვიან. რომელი ლექტორიც გინდათ, ხელი დაადეთ, და უკვე შეეტენნენ.

More

მასტურბომანია

10 Jun

არ ვიცი, რამდენად სწორად შევაერთე ეს ორი სიტყვა, თუმცა, ვფიქრობ, რომ ზუსტად გამომივიდა ის, რისი თქმაც მინდოდა.. ყველაფრის დასაზუსტებლად შეგიძლიათ მოიხმაროთ ამ ორი სიტყვის განმარტებები:

მასტურბაცია (ლათ. manus – ხელი + stupro – მრუდობა) — სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფორმა, საკუთარი ეროგენული გაღიზიანების გზით; იგულისხმება ძირითადად, ე. წ. უდავო ეროგენული ზონები, რომელთა რიცხვს განეკუთვნება გენიტალიები. მამაკაცთა მასტურბაციას ზოგჯერ ონანიზმსაც უწოდებენ, რაც ძველი აღთქმის პერსონაჟის, ონანის სახელიდან მომდინარეობს. არსებობს მასტურბაციის სხვა სინონიმიც – ხელმრუდობა მასტურბაცია, ტრადიციული რელიგიების თვალსაზრისით, ცოდვად ითვლება.

…მანია, რთული სიტყვის ნაწილი, ნიშნავს ძლიერ, ავადმყოფურ გატაცებას იმით, რაც სიტყვის პირველ ნაწილშია მოცემული
More

სატრანსპორტო მარაზმები (Vol. 2)

4 Jun

ვინ თქვა, რომ სატრანსპორტო მარაზმების თემა მხოლოდ  ამით ამოიწურა?

ამინდის შეცვლასა და ოდნავი მზის გამოჩენისთანავე  უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება ან სუნთქვა ან ტრანსპორტი და ან ტრანსპორტში სუნთქვა.

დიახ, მეგობრებო, ჩემს ნესტოებამდე აღწევს გამაღიზიანებლად გულისამრევი და სიმძაფრისაგან თავბრუდამხვევი სუნი!

განა ნორმალურია, როდესაც ტრანსპორტში (ჩ)ადიხარ და გრძნობ ნივრის, ოფლისა და საშინლად უგემოვნო სუნამოს სიმძაფრეებს ერთმანეთში აღრეულთ?

არა, ეს არ არის, დილით გარეთ გასული და “მზემოკიდებული” ადამიანის სუნი და არც “სადილში ნიორი ყოფილა და არ ვიცოდი” სუნი..
More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.