ოდითგანვე მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში გამართულ კონკურსებში, რეალითი შოუებში, უბრალოდ შოუებში და ა.შ. იმარჯვებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც უფრო მეტად აცოდებდნენ ჟიურისა თუ საზოგადოებას თავს.
აი, მაგალითად გვახსოვს ჯეობარი 1 და ჯეობარი 2 (სხვა ჯეობარები მე პირადად აღარ მახსოვს), სადაც გაიმარჯვეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც კარგად შეაცოდეს თავები მაყურებელს, რომელსაც უნდა დაემესიჯებინა თუ/და დაერეკა მათთვის ხმის მისაცემად.
აი, კიდევ მაგალითად გვახსოვს ნიჭიერი 1 და ნიჭიერი 2 (და დარწმუნებული ვარ, სხვა ნიჭიერებიც ასეთები იქნება, თუ იქნება), სადაც გამარჯვებულები იყვნენ არა იმდენად ნიჭიერები, რამდენადაც საცოდავები და გაჭირვებულები და ქვეყნის იარებზე მჭმუნვარენი (“ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო”).
ეს ყველაფერი არა იმდენად ჟიურის(რომელსაც გადაჰყავს პირველი ეტაპიდან მეორეზე საცოდავი ადამიანები) ან პროდიუსერების ბრალია, რამდენადაც საზოგადოების, რომელსაც ჯერ კიდევ აბრმავებს ის ფაქტი, რომ ვიღაც ლტოლვილია (არადა ეგეთი ბევრია ჩვენთან და ეს სტატუსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას რაღაც უნდა მოვაგებინოთ),რომ ვიღაც ინვალიდია (რაც საერთოდ არ ნიშმავს ნიჭიერებას) და რომ ვიღაც ქვეყნის იარებზე მჭმუნვარეა (თუ მაინცდამაინც გაინტერესებთ, მხოლოდ თქვენ დასანახად).
More

უკანასკნელი ნააზრევი