ვინ თქვა, რომ სატრანსპორტო მარაზმების თემა მხოლოდ ამით ამოიწურა?
ამინდის შეცვლასა და ოდნავი მზის გამოჩენისთანავე უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება ან სუნთქვა ან ტრანსპორტი და ან ტრანსპორტში სუნთქვა.
დიახ, მეგობრებო, ჩემს ნესტოებამდე აღწევს გამაღიზიანებლად გულისამრევი და სიმძაფრისაგან თავბრუდამხვევი სუნი!
განა ნორმალურია, როდესაც ტრანსპორტში (ჩ)ადიხარ და გრძნობ ნივრის, ოფლისა და საშინლად უგემოვნო სუნამოს სიმძაფრეებს ერთმანეთში აღრეულთ?
არა, ეს არ არის, დილით გარეთ გასული და “მზემოკიდებული” ადამიანის სუნი და არც “სადილში ნიორი ყოფილა და არ ვიცოდი” სუნი..
More

უკანასკნელი ნააზრევი