Tag Archives: cadbury

პოსტი შოკოლადზე #2

25 Jul

ვინმეს გახსოვთ ქედბერი? უკვე დაგავიწყდათ? თუ არც არასოდეს გაგისინჯავთ? იცით, რომ ძალიან ბევრი დაკარგეთ? ცხოვრებაში ადამიანმა განა რამდენიმე ნერგი უნდა დარგოს და რამდენჯერმე კონდომის გაკეთება დაავიწყდეს, ქედბერი უნდა გასინჯოს.  ცხოვრებაში თითო თავმოყვარე ადამიანზე თითო ქედბერი მაინც უნდა მოდიოდეს და საერთოდაც wouldn’t it be nice, if the world was Cadbury?

ნოემბრიდან ვოცნებობ ქედბერიზე. ზოგჯერ საოცრად სასოწარკვეთილი შევდივარ მაღაზიაში და ჩამქრალი თვალებით ვკითხულობ, იქნებ დაბრუნდა ქედბერი ქართულ ბაზარზე, მაგრამ ამაოდ. იმაზეც კი ვერ ვიპოვე პასუხი, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ ვეღარ ვჭამ იმ შოკოლადს, რომელიც მიყვარს და ვჭამ უბრალოდ იმას, რომლის იქითაც გზა არ მაქვს.

More

If the world was Cadbury

14 Nov

ხომ ყველას გახსოვთ ქედბერი? მთელ-მთელი ნუშებით გაჯეჯგილი, უგემრიელესი შოკოლადი?

ჰოდა, მოკლედ ეს უგემრიელესი შოკოლადი აღგავეს პირისაგან ჩვენი უცენზუროდ მოსახსენებელი ქვეყნისა. ჰო, აი, ასე გააქრეს. აღარც “პოპულშია”, აღარც “გუდვილში” და აღარც ვარკეთილის ყველის სუნით გაჟღენთილ მაღაზიებში. უკანასკნელ ცალს დამტვერილს გადავაწყდი სადღაც და უკვე გამითავდა, უფრო სწორად ორი კვირის შემდეგ მხოლოდ ერთი ნატეხი დამრჩა და იმასაც მხოლოდ ვეფერები, “გული საგულეშია, როცა ქედბერი ჩანთაშია”, მაგრამ სულ მალე ქედბერი აღარც ჩანთაში იქნება და აღარც საქართველოს ფარგლებში იმიტომ, რომ როგორც მომახსენეს, რაღაც იურიდიული პრობლემები აქვთ და აღარ შემოიტანენო.

More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.