რა ხდებოდა 2011-ში?
ვიპოვე ძალა, გამეწყვიტა 2009 წლიდან გადმოყოლილი ურთიერთობა და ძალიან, ძალიან შემზიზღებოდა ჩემი ექსი.
ვიპოვე კნუტი, რომელიც მოვიშინაურე, მაგრამ ძალიან ცოტა ხნით იმიტომ, რომ ნაწლავების გადახლართვა დაემართა და ხელში ჩამაკვდა. პრინციპში ეს ფაქტი 2011-ში ვერ დარჩება იმიტომ, რომ თავს ვიდანაშაულებ და ვერასოდეს დავივიწყებ მომაკვდავ ოცნებას.
გავსინჯე ბელგიური შოკოლადი და გავსინჯე ლონდონიდან ჩამოტანილი ქედბერი, რომელსაც საქართველოში ვეღარ ვპოულობ.
ვუყურე ძალიან კარგ სერიალებს, მაგ.: six feet under, how i met your mother..
ვეცადე კარგი მეგობრობა ყოფილიყო კარგი ურთიერთობის საწინდარი, მაგრამ არ გამოვიდა.


უკანასკნელი ნააზრევი